„ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმების შესწორება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტმენტს შორის
ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის 2002 წლის 30 დეკემბრის „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების VII მუხლის თანახმად, ამავე შეთანხმების 2004 წლის 23 მარტის, 2004 წლის 30 აგვისტოსა და 2005 წლის 3 ნოემბრის შესწორებების გათვალისწინებით (შემდეგ „შეთანხმებად“ მოხსენიებული), საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი თანხმდებიან შეტანილ იქნეს შესწორება III მუხლის პირველ პუნქტში და სიტყვები „სამოცი (60) მილიონი“ შეიცვალოს სიტყვებით „ოთხმოცდათხუთმეტი (95) მილიონი“.
ეს შესწორება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ წერილობითი შეტყობინების ერთმანეთს შორის გაცვლის დღეს და ძალაშია შეთანხმების მოქმედების ვადის დასრულებამდე.
ზემოაღნიშნულის დასამოწმებლად, ამ შესწორებას ხელს აწერენ შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2006 წლის 21 ივნისს, და ქ. ვაშინგტონში, 2006 წლის 23 ივნისი, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)
| ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის სახელით (ხელმოწერილია)
|