„ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.000698
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გაურკვეველი, -, 25/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“

შეთანხმების შესწორება

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2002 წლის 30 დეკემბრის „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების VII მუხლის თანახმად, ამავე შეთანხმების 2004 წლის 23 მარტის, 2004 წლის 30 აგვისტოს, 2005 წლის 3 ნოემბრის, 2006 წლის 23 ივნისისა და 2007 წლის 6 მარტის შესწორებების გათვალისწინებით (შემდეგ „შეთანხმებად“ მოხსენიებული), ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თანხმდებიან შეიტანონ შესწორება III მუხლის პირველ პუნქტში და სიტყვები „125 (ას ოცდახუთი) მილიონი“ შეიცვალოს სიტყვებით „186 (ას ოთხმოცდაექვსი) მილიონი“.

ეს შესწორება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ წერილობითი შეტყობინების გაცვლის დღეს და ძალაშია შეთანხმების მოქმედების ვადის დასრულებამდე.

რის დასტურადაც, ამ შესწორებას ხელს აწერენ შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2008 წლის 22 თებერვალს და ქ.ვაშინგტონში, 2008 წლის 5 მარტს , ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)

ამერიკის შეერთებული შტატების    თავდაცვის დეპარტამენტის სახელით

(ხელმოწერილია)