ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტმენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის „ ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების,პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“შეთანხმების შესწორება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტმენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის
შეთანხმების შესწორება
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2002 წლის 30 დეკემბრის „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების VII მუხლის თანახმად, ამავე შეთანხმების 2004 წლის 23 მარტის, 2004 წლის 30 აგვისტოს, 2005 წლის 3 ნოემბრისა და 2006 წლის 23 ივნისის შესწორებების გათვალისწინებით (შემდეგ „შეთანხმებად“ მოხსენიებული), ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თანხმდებიან შეტანილ იქნეს შესწორება III მუხლის პირველ პუნქტში და სიტყვები „ 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) მილიონი“ შეიცვალოს სიტყვებით „125(ას ოცდახუთი) მილიონი“.
ეს შესწორება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ წერილობითი შეტყობინების გაცვლის დღეს და ძალაშია შეთანხმების მოქმედების ვადის დასრულებამდე.
რის დასტურადაც, ამ შესწორებას ხელს აწერენ შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2007 წლის „26“ თებერვალს , და ქ.ვაშინგტონში, 2007 წლის „6“ მარტს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს თავდაცვის
თავდაცვის დეპარტამენტის სახელით: სამინისტროს სახელით:
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)