„ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №231 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1328
2017 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №231 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №231 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ოზურგეთის, ქალაქ ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა ოზურგეთის, ქალაქ ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს, ევროკავშირის პროექტის − „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ − ფარგლებში გამოყოფილი 374 749 (სამას სამოცდათოთხმეტი ათას შვიდას ორმოცდაცხრა) ევროს ოდენობის გრანტიდან მიიღონ შემდეგი მოცულობის გრანტი:
ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა − 71 419 (სამოცდათერთმეტი ათას ოთხას ცხრამეტი) ევრო;
ბ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა − 5 885 (ხუთი ათას რვაას ოთხმოცდახუთი) ევრო;
გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა − 14 775 (თოთხმეტი ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი) ევრო;
დ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა − 14 748 (თოთხმეტი ათას შვიდას ორმოცდარვა) ევრო.“;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა ოზურგეთის, ქალაქ ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის განსახორციელებლად გამოიყენონ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესყიდვის პროცედურები.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №231 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №231 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №231 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №231 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.06.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1328. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024050.
- სად არის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №231 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №231 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1328, 30.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024050 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3733294/