განჩინება სს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის დაწყების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8768-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110812005, 12/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/8768-11

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

2011 წლი ს 5 აგვისტო                                                   

ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებლები (კრედიტორები): 1. შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული  ოპერატორი“

წარმომადგენელი: ირინა მილორავა (გენერალური დირექტორი)

საიდენტიფიკაციო კოდი: 205170036

2. შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

წარმომადგენელი: სულხან ზუმბურიძე (მმართველთა საბჭოს თავჯდომარე/რეაბილიტა-ციის მმართველი)

საიდენტიფიკაციო კოდი: 204995176

მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა;

სასამართლომ განიხილა შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისა“ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2011 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ გენერალურ მა დირექტორმა ირინა მილორავამ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავ მ ჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ.

როგორც განმცხადებლები აღნიშნავენ, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონის და საქართველოს მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ (შემდგომში _ „ბაზრის წესები“) თანახმად, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (შემდგომში _ ესკო) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლვრის) ყიდვა-გაყიდვა (მათ შორის, იმპორტსა და ექსპორტზე საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზით) და გარანტირებული სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვა კანონითა და ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით.

2010 წლის 29 ოქტომბერს, ესკოს მიერ შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“, როგორც დისპეტჩერეზაციის ლიცენზინტთან, დარეგისტრი-რებული იქნა (რეგისტრაციის 1/408-00) „საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები“.

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ 2010 წლის 29 ოქტომბრის „საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით“. 2011 წლის მარტი-აპრილის თვეებში ესკოსგან შესყიდული აქვს 3509921.86 ლარის ღირებულების საბალანსო ელექტროენერგია. მოვალის მიერ დარღვეულია ხსენებული ხელშეკრულების 6.4 მუხლი, რაც გამოიხატება ვალდებულების შეუსრულებლობაში, კერძოდ მოვალის მიერ საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებიდან გადახდილია მხოლოდ მცირე ნაწილი, ესკოს მიმართ დავალიანება შეადგენს 2943375.6 ლარს.

2009 წლის 14 აგვისტოს ელექტროსისტემის მიერ ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან“ გაფორმდა პირდაპირი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების თანახმად 2011 წლის იანვარ-ივნისის თვეებში ელექტროსისტემისაგან მიღებული აქვს 1,506,684.97 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის მომსახურება. მოვალის მიერ დარღვეულია ხსენებული ხელშეკრულება, რაც გამოიხატა ვალდებულების შეუსრულებლობაში, კერძოდ, მოვალის მიერ მიღებული მომსახურების ღირებულებიდან გადახდილია მხოლოდ მცირე ნაწილი, ელექტროსისტემის მიმართ დავალიანება შეადგენს        1 474 169,31 ლარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელები ითხოვენ სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიმართ დაიწყოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ გენერალური დირექტორის ირინა მილორავას და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავ მ ჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველის სულხან ზუმბურიძის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უდნა იქნ ე ს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორების – შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ გენერალური დირექტორის ირინა მილორავას და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავ მ ჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველის სულხან ზუმბურიძის განცხადება მიღებული იქნ ე ს სასამართლო წარმოებაში.

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ა ღ სრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. მოვალეს მეურვის თანხმობის გარეშე აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე. მოვალესა და მეურვეს განემარტოთ, რომ მათ შორის გარიგების დადების ან/და დადებული გარიგების შეწყვეტის თაობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკითხს წყვეტს სასამართლო.

4. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადო და საბაჟო) დარიცხვა-გადახდა.

5. შეჩერდეს მოვალის წინაარმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზინებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

7. მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ, თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით განემარტოს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობის და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების უფლება აქვთ აგრეთვე კრედიტორებს, მათვე განემარტოთ, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ მათ უფლება აქვთ მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები წინამდებარე განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. ამასთან, განემარტოთ კრედიტორებს, რომ თითოეულ მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები, აგრეთვე მოთხოვნები წარდგენილი და ასახული უნდა იქნ ე ნ ეროვნულ ვალუტაში.

9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნ ე ს 2011 წლის 22 სექტემბერს 14:00 (თოთხმეტ) საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №29).

10. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არა უგვიანეს 2011 წლის 14 აგვისტომდე, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე WWW.TCC.GOV.GE .

11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                                                თ. ჭუნიაშვილი