„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 მაისის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470320000.33.058.016017
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110818001, 23/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №2/ნ

2011 წლის 11 აგვისტო

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 მაისის 1/ნ ბრძანებაში ცვლილებების ა და დამატებების შეტანის შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარი ს ა ვტონომ ი ური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 მაისის №1/ნ ბრძანებით (გაზეთი ,,აჭარა”, 2007 წლის 24 მაისი, №80 (22.824), გვ.8-10) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-12 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სამინისტროს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამების პროექტების მომზადება”;

ბ) დებულების მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1” ქვეპუნქტი:

,,დ1) ვაუჩერის ფორმის, მისი გაცემისა და გამოყენების წესის პროექტის მომზადება”;

გ) დებულების მე-12 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) დებულების მე-12 მუხლის ,,ნ” და ,,ო” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო ტექნიკასთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, სპეციალური მონაცემთა ბაზის შექმნა;

 ო) კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და შესაბამისი აპარატურისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა”;

ე) დებულების მე-14 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების პროექტების მომზადება ში მონაწილეობის მიღება”.

ვ) დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1” ქვეპუნქტი:

,,დ1) ვაუჩერის ფორმის, მისი გაცემისა და გამოყენების წესის პროექტის მომზადება;”;

ზ) დებულების მე-14 მუხლის ,,თ” და ,,ი” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო ტექნიკასთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, სპეციალური მონაცემთა ბაზის შექმნა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და შესაბამისი აპარატურისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა”;

თ) დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ” ქვეპუნქტი:

,,ვ) მოქალაქეთა მიღება, შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა,ანალიზი და მათზე რეაგირება”;

ი) დებულების მე-15 მუხლის ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტები ამო ღ ებულ იქნეს.

კ) დებულების მე-15 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) დასაქმების სფეროში სხვადასხვა დაწესებულებებთან სამინისტროს თანამშრომლობის კოორდინაცია”;

ლ) დებულების მე-20 მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტ ები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ე) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის განცხადების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა უფლებამოსილ ორგანოებში. დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციის პროცედურების ხელშეწყობა;

 ვ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის განხილვა და სათანადო დასკვნების მომზადება უფლებამოსილ ორგანოებში წარსადგენად.”

ი) დებულების 24-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან შე­­მოსული სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

მ) დებულების 24-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების ნორმატ იუ ლი აქტების რეესტრში რეგისტრაციისათვის უფლებამოსილ დაწესებულებაში წარდგენის პროცედურების კოორდინაცია”;

ნ) დებულების 27-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ო) დებულების 27-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და­ და მუ­შავება;”;

პ) დებულების 27 -ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის პროფესიულ მომზადებ აში ხელშეწყობა და კოორდინაცია;”;

ჟ) დებულების 321 მუხლის ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი პროგ­რამების განხილვა და ანალიზი”;

ე) მონაწილეობის მიღება აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის უმაღ­ლე­სი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მიკის სა­მინისტროსადმი სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების შესრულების ყოველ­თვიური, კვარ­­ტალური და წლიური ანგარიშების შედგენა სა და წარდგენა ში”;

რ) დებულების 321 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება”;

ს) დებულების 321 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                   

თ. გაბაიძე