,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
430210000.32.057.016347
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება  №8

2021 წლის 23 ივლისი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათ­ლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდი, 30/06/2017, ს/კ 430210000.32.057.016256) დამტკიცებულ დებულებაში და:
ა) დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:

,,ბ1) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის, ხარისხიანი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, საგანმანათლებლო რესურსების, პროგრამების  შემუშავებასა და მათი დანერგვის ხელშეწყობას;“;

ბ) დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ1“ ქვეპუნქტი:

,,ნ1) სამინისტროს პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმების განვითარებას;“;

გ) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.გ“ და ,,ა.დ“ ქვეპუნქტები  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ა.დ) იურიდიული დეპარტამენტი;“;

დ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სამთავრობო პოლიტიკის განხორციელებას სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროში.“;

ე) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ2“, ,,მ3“ , ,,მ4“ და ,,მ5 “  ქვეპუნქტები:

,,მ2) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელშეწყობას;

3) შეიმუშავებს წინადადებებს უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ;

4) უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას;

5) ხელს უწყობს არაფორმალური განათლების განვითარებას და ამ მიზნით უზრუნველყოფს სხვადასხვა პროგრამის ინიციირებასა და განხორციელებას;“;

ვ) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ და ,,ა2“  ქვეპუნქტები:

,,ა1) უზრუნველყოფს თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი ხელოვნების, ლიტერატურის, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნების, ხალხური ხელოვნების დარგებისა და სახელოვნებო განათლების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას;

2) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის ფოლკლორის დაცვასა და პოპულარიზაციას;“;

ზ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა) ორგანიზებას უწევს მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებთან მოქალაქეთა მიღებას;

ბ) ახორციელებს სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავების, სამოქმედო გეგმის თვეების, კვარტალებისა და კალენდარული წლების მიხედვით განწერის ორგანიზებას;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლებას;

დ) ახორციელებს სამინისტროს მფლობელობაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის მომსახურებას, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ე) შეიმუშავებს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტს;

ვ) სამინისტროს პროგრამების შემუშავებისას ახორციელებს შესაბამის ფინანსურ გაანგარიშებებს;

ზ) ახორციელებს საბიუჯეტო სახსრების, აგრეთვე სპეციალური პროგრამების ფინანსურ მართვას, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას;

თ) განიხილავს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტებს;

ი) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან შემოსული საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტაციის შემოწმებას;

კ) კოორდინაციას უწევს საჯარო სკოლების მიერ საშტატო განრიგის კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების პროცესს;

ლ) ამზადებს დასკვნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;

მ) შეიმუშავებს წინადადებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ;

ნ) უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით მომარაგება-განაწილებას;

ო) პასუხისმგებელია სამინისტროს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე და უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო პირობებით (გათბობა, კონდიცირება, წყალი, ელექტროენერგია, დასუფთავება და ა. შ.);

პ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცვას;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და შესაბამისი მოწყობილობის გამართულობას;

რ) უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის, ეზოს მოვლა-პატრონობასა და მოწესრიგებას;

ს) საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვასა და წინადადებების წარმოდგენას, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარებას (ხარჯთაღრიცხვის შედგენა, საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო მასალების შეძენა, სამუშაოთა მიმდინარეობის და მასალების ნორმირებული ხარჯვის კონტროლი);

ტ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებულ აღრიცხვას;

უ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვას;

ფ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრასპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის შემოწმებას და შეკეთებას ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საპოხი მასალებით;

ქ) უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობასა და უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას, სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების საჭიროებების განსაზღვრის მიზნით ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებას;

ღ)  ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

თ) დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის დასახელება შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. იურიდიული დეპარტამენტი:“;

ი) დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურა, საქმიანობის სფერო, ძირითადი მიმართულებები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქვეუწყებო დაწესებულების დებულებით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე