📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ტექნიკური რეგლამენტის "ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის" დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 18.08.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1559
სარეგისტრაციო კოდი 300160070.22.024.016100
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110818013, 22/08/2011
matsne.gov.ge 2,015 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის "ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის" დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 1.0in .75in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/1559 2011  წლის  18 აგვისტო ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883  ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის” პირველი მუხლის „ი” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი”. მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 13 ივნისის №80 ბრძანება. მუხლი  3🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ვ. ქობალია ტექნიკური რეგლამენტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი” (შემდგომში – წესი) შემუშავებული იქნა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების, ნორმებისა და წესების შესაბამისად. 2. წესი ადგენს საერთო სარგებლობის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის მომსახურების პირობებს, სამგზავრო გადაყვანის პროცესში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას. 3. წინამდებარე წესის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ კომერციული მიზნით განხორციელებულ სამგზავრო გადაყვანებზე. 4. დაუშვებელია არარეზიდენტი (უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული) გადამზიდველის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ ორ პუნქტს შორის კომერციული მიზნით სამგზავრო გადაყვანის განხორციელება, თუ იმ გადამზიდველის ქვეყანასთან საქართველოს მიერ დადებული „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ” სამთავრობათაშორისო შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.     მუხლი 2🔗. წესის მიზანი წესის მიზანია უზრუნველყოფილ იქნეს: ა) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის პროცესში უსაფრთხოების, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და საკუთრების დაცვა; ბ) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრის მომსახურების პირობების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა; გ) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის განხორციელებისას მგზავრის, მძღოლისა და გადამზიდველის უფლებების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა.     მუხლი 3🔗. ტერმინების განმარტება 1. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება: ა) ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანა – მგზავრის გადაყვანა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით (არსებობის შემთხვევაში), თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში; ბ) არარეგულარული გადაყვანა – მგზავრის გადაყვანა, რომელიც არ განეკუთვნება რეგულარულ გადაყვანას და გადაყვანის პირობები თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის განისაზღვრება გადამზიდველსა და დამკვეთს შორის შეთანხმებით; გ) ბარგი – მგზავრისაგან განცალკევებულად გადასაზიდი ტვირთი (კონტეინერი), ზომით არა უმეტეს 100სმX50სმX30სმ, რომელიც, როგორც წესი, თავსდება სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში; დ) მარშრუტი – პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმოსვლისათვის წინასწარ დადგენილი გზასავალი; ე) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც მგზავრობს სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულების საფუძველზე; ვ) მოძრაობის განრიგი – მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყება-დამთავრების დროის, მიმოსვლის ინტერვალისა და შუალედურ პუნქტებში გაჩერებების განმსაზღვრელი ცხრილი; ზ) მსუბუქი ავტომობილი – მგზავრის გადასაყვანად და/ან ბარგის გადასატანად განკუთვნილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის დასაჯდომი ადგილის რაოდენობა მძღოლის ადგილის გარდა არ აღემატება 8-ს (M1 კატეგორია) ; თ) რეისი – მარშრუტზე შესრულებული (შესასრულებელი) სატრანსპორტო პროცესი; ი) საბილეთო სალარო – ობიექტი, სადაც ხორციელდება მოქალაქეებზე სამგზავრო ბილეთების რეალიზაცია და მასთან დაკავშირებული მოსახურება; კ) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება: კ.ა) ავტობუსი – მგზავრის გადასაყვანად და მისი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით, მძღოლის ადგილის გარდა (M2 და M3 კატეგორიები); კ.ბ) მსუბუქი ავტომობილი-ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა; ლ) სამგზავრო ბილეთი – შევსებული ბილეთის ბლანკი, რომელიც ადასტურებს მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობას პირსა და გადამზიდველს შორის; მ) სპეციალური რეგულარული გადაყვანა – გარკვეული ჯგუფის მგზავრების რეგულარული გადაყვანა (დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები, სამხედროები და სხვა.); ნ) ხელბარგი – მგზავრის მიერ პერსონალურად გადასატანი ნივთი ზომით არაუმეტეს 60სმX40სმX30სმ. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობები, რაც მოცემულია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” და ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონებში.     მუხლი 4🔗. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ წაყენებული მოთხოვნები 1. მგზავრთა გადამყვანი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი საგზაო მოძრაობის წესებით, დამამზადებლის ინსტრუქციებით, სტანდარტებით, წინამდებარე წესითა და საქართველოს კანონმდებლობით მათ მიმართ დადგენილ მოთხოვნებს. 2. სამგზავრო გადაყვანებზე ავტობუსის ტიპის და კლასის შერჩევა ხდება მარშრუტის, აგრეთვე გზის ტექნიკურ-საექსპლუატაციო მონაცემების მიხედვით. 3. ავტობუსი ეკიპირებული უნდა იქნეს: ა) რეგულარული გადაყვანის განხორციელებისას მარშრუტის საწყისი და ბოლო პუნქტების აღმნიშვნელი აბრით. აბრა თავსდება სპეციალურად ამ მიზნისათვის განსაზღვრულ თვალსაჩინო ადგილზე ან ავტობუსის სალონში, წინა საქარე მინის ზედა ან ქვედა მარჯვენა კუთხეში, წარწერით გარეთა მხარეს. არარეგულარული გადაყვანის განხორციელებისას იმავე ადგილზე თავსდება აბრა, რომელზეც აღინიშნება წარწერა „დაკვეთით”; ბ) მძღოლის სახელისა და გვარის, გადამზიდველის დასახელების, მისამართის, ტელეფონის ნომრის და მგზავრობის ღირებულების აღმნიშვნელი ტაბლოთი, რომელიც უნდა განთავსდეს ავტობუსის სალონში მგზავრისათვის თვალსაჩინო ადგილზე; გ) ავარიული გასასვლელების მაჩვენებელი ნიშნებით; დ) დასაჯდომი ადგილების (სავარძლების) ნუმერაციის მაჩვენებლებით (II და III კლასის ავტობუსებისათვის); ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კომპლექტაციით. 4. მსუბუქი ავტომობილი-ტაქსი (შემდგომში – ტაქსი) ეკიპირებული უნდა იყოს: ა) ტაქსის ამოსაცნობი ნიშნით; ბ) მძღოლის ფოტოსურათის, სახელისა და გვარის, გადამზიდველის დასახელების, მისამართისა და ტელეფონის ნომრის შემცველი ინფორმაციით, რომელიც უნდა განთავსდეს ტაქსის სალონში მგზავრისათვის თვალსაჩინო ადგილზე.     მუხლი 5🔗. გადამზიდველის და მძღოლის უფლება-მოვალეობები 1. მგზავრის გადაყვანა დასაშვებია ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის, საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ნორმებით დადგენილი შესაბამისი კლასის ავტობუსებით. 2. აკრძალულია: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონის დაბინძურება-დანაგვიანება და ტექნიკური მოწყობილობების დაზიანება; ბ) საავარიო მოწყობილობით სარგებლობა, თუ ეს საჭიროებით არ არის განპირობებული; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრების გადაყვანა; დ) საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული საგნების გადაზიდვა; ე) მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმა ავტობუსისა და ტაქსის მარცხენა მხარეს განლაგებული კარებიდან. 3. საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისას ბარგის გადაზიდვა ხორციელდება ავტობუსის საბარგულით, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანისას დასაშვებია ბარგის სალონში მოთავსება, თუ ის არ ჩახერგავს ავტობუსის სალონში რიგთაშორის და საავარიო გასასვლელებს. 4. ხელბარგი თავსდება ავტობუსის სალონში მისთვის კონსტრუქციულად განკუთვნილ სათავსში (თაროზე) ან/და ისეთ ადგილზე, რომელიც არ ჩახერგავს ავტობუსის სალონში რიგთაშორის და საავარიო გასასვლელს და ხელს არ შეუშლის მგზავრების გადაადგილებას. ავტობუსის სალონში მოთავსებული ხელბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5. დაუშვებელია ავტობუსის ძარაზე კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი საბარგულით ბარგის გადაზიდვა. გადამზიდველს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ბარგის დაცვაზე მისი მიღების მომენტიდან ჩაბარებამდე. 6. მგზავრის გარეშე ბარგის გაგზავნის შემთხვევაში გამგზავნი ვალდებულია დაუდასტუროს მძღოლს ან სხვა უფლებამოსილ პირს ბარგის უსაფრთხოება. 7. შინაური ცხოველების და ფრინველების გადაყვანა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 8. მგზავრის თანხმობით სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით უფრო დაბალფასიანი მომსახურების შემთხვევაში მგზავრს უბრუნდება მგზავრობის საფასურებს შორის ფასთა სხვაობა. 9. ტაქსის მძღოლს ეკრძალება მგზავრთან შეთანხმების გარეშე სხვა მგზავრის გადაყვანა. 10. გადამზიდველი ვალდებულია: ა) დროულად მიაწოდოს მარშრუტის საწყის პუნქტში, რეისში გასვლამდე არა უგვიანეს 20 წუთით ადრე, ტექნიკურად გამართული, დასუფთავებული, წინამდებარე წესით და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი ავტობუსი; ბ) უზრუნველყოს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა; გ) უზრუნველყოს მძღოლი: გ.ა) შესაბამისი საგზაო სატრანსპორტო დოკუმენტაციით; გ.ბ)საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბუთებით (საერთაშორისო გადაყვანის განხორციელებისას); გ.გ) ინფორმაციით მარშრუტზე მოძრაობის პირობების შესახებ; დ) იმ შემთხვევაში, როცა მგზავრის მიყვანა დანიშნულების ადგილამდე არ მოხერხდა გადამზიდველის (მძღოლის) მიზეზით (ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა, საწვავის უქონლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და ა.შ.) უზრუნველყოს მგზავრის დანიშნულების ადგილამდე მიყვანა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან დაუბრუნოს მგზავრს გადახდილი თანხა; ე) აანაზღაუროს მისი ბრალით მგზავრისათვის მიყენებულ ზიანი; ვ) დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 11. გადამზიდველს უფლება აქვს შეცვალოს მარშრუტი ან გადადოს რეისი მისგან დამოუკიდებელი შემაფერხებელი გარემოებების გამო, რომელთა განსაზღვრა და აღმოფხვრა მას წინასწარ არ შეეძლო. 12. გადამზიდველის წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და დადასტურების პროცედურა ხორციელდება მის მიერ ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაციის მიღებით ან ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის შეფასების მიზნით მისი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსათვის ნებაყოფლობით წარდგენით. შესაბამისობის დამადასტურებლის პასუხისმგებლობა ამ წესის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 13. მძღოლი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მგზავრის გადაყვანის უსაფრთხოება; ბ) დაიცვას ავტობუსის ტევადობის ნორმები; გ) „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად საერთაშორისო გადაყვანის განხორციელებისას თან იქონიოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბუთები.     მუხლი 6🔗. რეგულარული გადაყვანა 1. საავტობუსო მარშრუტზე რეგულარული გადაყვანის ორგანიზების მიზნით გადამზიდველის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მარშრუტის მომსახურებისათვის ავტობუსის ტიპისა და კლასის შერჩევის შესახებ; ბ) მარშრუტზე ავტობუსის მოძრაობის განრიგი (შედგენილი მძღოლთა შრომისა და დასვენების დადგენილი რეჟიმების გათვალისწინებით და შეთანხმებული საწყის, ბოლო და შუალედურ პუნქტებში მოქმედ ავტოსადგურებთან); გ) სამარშრუტო სქემა (სახიფათო მონაკვეთებისა და შუალედურ გაჩერებებს შორის მანძილების და საშუალო სიჩქარეების ჩვენებით); დ) სამგზავრო ბილეთი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: მგზავრობის დაწყება-დამთავრების პუნქტები, მგზავრობის საფასური, რეისის შესრულების დრო და თარიღი, დასაჯდომი ადგილის ნომერი, გადამზიდველის დასახელება. საერთაშორისო რეგულარული გადაყვანისას ბილეთში ასევე იწერება ბარგის რაოდენობა, მგზავრის სახელი, გვარი და პასპორტის ნომერი. 2. ბილეთის შეძენა ხორციელდება საბილეთო სალაროში, ხოლო გაჩერების პუნქტებში, სადაც არ არის საბილეთო სალარო – მძღოლთან. 3. რეისზე დაგვიანების ან ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში მგზავრს ბილეთის საფასური არ უბრუნდება, თუ ბილეთის შეძენისას სხვა პირობა არ იყო დადგენილი. 4. ავტოსადგურში ავტობუსში მგზავრების ჩასხდომა იწყება ავტობუსის რეისში გასვლამდე არა უგვიანეს 20 წუთით ადრე. 5. წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად გადამზიდველი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მარშრუტზე ავტობუსის მოძრაობის განრიგის დაცვა; ბ) უზრუნველყოს მძღოლი ბილეთებით გზაში აყვანილი მგზავრებისათვის (იმ შემთხვევაში, თუ განრიგით გათვალისწინებულ გაჩერების პუნქტში არ არის ავტოსადგური); გ) არა უგვიანეს 3 დღით ადრე საბილეთო სალაროებში ან/და მგზავრების მოსაცდელ დარბაზში მგზავრებისათვის თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრას ინფორმაცია მარშრუტზე ავტობუსის რეგულარული მიმოსვლის დაწყების თარიღის, მოძრაობის განრიგის, მასში შეტანილი ცვლილებების და მგზავრობის საფასურის შესახებ. 6. წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად მძღოლი ვალდებულია: ა) მგზავრის რეგულარული გადაყვანა აწარმოოს მოძრაობის განრიგის შესაბამისად; ბ) უზრუნველყოს ავტობუსის გაჩერება მოძრაობის განრიგით განსაზღვრულ პუნქტებში; გ) მოითხოვოს მგზავრისაგან ბილეთი. 7. მძღოლს უფლება აქვს უარი უთხრას მგზავრს გადაყვანაზე, თუ: ა) მას არ გააჩნია ბილეთი და უარი განაცხადა მის შეძენაზე; ბ) ის არღვევს სიმშვიდეს და საზოგადოებრივ წესრიგს, უქმნის დისკომფორტს სხვა მგზავრებს. 8. მგზავრი ვალდებულია: ა) რეგულარულ მარშრუტზე მგზავრობისათვის და/ან ბარგის გადაზიდვისათვის იქონიოს ბილეთი; ბ) შეინახოს ბილეთი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს ის შესაბამის უფლებამოსილ პირებს მოთხოვნისთანავე; გ) შეფუთოს გადასაზიდი ბარგი, რათა გადაზიდვისას არ იძლეოდეს გაფანტვის, დაღვრის ან სხვა ბარგის დაზიანება-დაბინძურების საშუალებას. 9. მგზავრს უფლება აქვს: ა) მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია გადამზიდველისაგან მგზავრობასა და მასთან დაკავშირებული მომსახურების პირობების შესახებ; ბ) დააბრუნოს ბილეთი სალაროში და მიიღოს მგზავრობის სრული საფასური, თუ: ბ.ა) ავტობუსის რეისში გასვლა გვიანდება თხუთმეტ წუთზე მეტი ხნით; ბ.ბ) შესთავაზეს ადგილი უფრო დაბალი კლასის ავტობუსში, ვიდრე ამას მისი ბილეთი ითვალისწინებს; ბ.გ) ვერ იქნა უზრუნველყოფილი ბილეთში აღნიშნული ადგილით; ბ.დ) რეისი არ შედგა; გ) ამ პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში აღნიშნული შემთხვევების გარდა, ბილეთის დაბრუნებისათვის სხვა დამატებითი პირობების დაწესებისას ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ავტოსადგურში; დ) ბილეთის საფასურზე უფრო მაღალფასიანი მომსახურებით მგზავრობის შემთხვევაში იმგზავროს თანხის დამატების გარეშე, თუ ბილეთი შეძენილია ცვლილების შესახებ ინფორმაციის გამოცხადებამდე; ე) უფასოდ წაიყვანოს 5 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ის არ დაიკავებს ცალკე ადგილს.     მუხლი 7🔗. სპეციალური რეგულარული გადაყვანა 1. სპეციალური რეგულარული გადაყვანის განსახორციელებლად გადამზიდველმა დამკვეთთან შეთანხმებით თითოეულ მარშრუტზე უნდა შეადგინოს მოძრაობის განრიგი. 2. ბავშვების სპეციალური რეგულარული გადაყვანა უნდა ხორციელდებოდეს დღეღამის ნათელ პერიოდში, ჩართული ახლო შუქის ფარებით. 3. ბავშვების სპეციალური რეგულარული გადაყვანისას მძღოლს ეკრძალება კაბინიდან გამოსვლა ბავშვების ჩასხდომის (გადმოსხმის) დროს.     მუხლი 8🔗. საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა 1. საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა რეგულირდება: ა) მრავალმხრივი კონვენციებითა და შეთანხმებებით; ბ) „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ” სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით; გ) წინამდებარე წესითა და იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება გადაყვანა. 2. გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს განახორციელოს საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა უნდა პასუხობდეს ევროსაბჭოს 1996 წლის 29 აპრილის №96/26/EC დირექტივით „სატვირთო და სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების სამუშაოზე დაშვების, აგრეთვე ეროვნული და საერთაშორისო გადაზიდვების თავისუფლად განხორციელების უფლების გამოყენებაში აღნიშნული საწარმოებისათვის დახმარების გაწევის მიზნით, დიპლომების, სერტიფიკატების და პროფესიული კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ” და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის 1995 წლის 7-8 ივნისის №95/2 რეზოლუციით ECMT/CM(95)3FINAL „ავტობუსებით მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანების შესახებ” განსაზღვრულ მოთხოვნებს.     მუხლი 9🔗. დარჩენილი ნივთების დაბრუნება 1. რეგულარული მიმოსვლის ავტობუსის სალონში ან/და საბარგულში დარჩენილი ხელბარგი ან/და ბარგი მძღოლმა უნდა ჩააბაროს მარშრუტის საწყის ან ბოლო პუნქტში ავტოსადგურის პასუხისმგებელ პირს. 2. არარეგულარული მიმოსვლის ავტობუსისა და ტაქსის სალონში ან/და საბარგულში დარჩენილი ნივთები მძღოლმა უნდა ჩააბაროს გადამზიდველს ან დაკარგული ნივთების ბიუროში. 3. დარჩენილი ხელბარგი ან/და ბარგი შენახული უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში (გარდა მალფუჭებადი პროდუქტებისა).     მუხლი 10🔗. პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობა ამ წესის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.