„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.08.2011 ძალადაკარგული 09.01.2017
ნომერი
№65/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016037
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110825008, 26/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №65/04

2011 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტისა და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს საყურადღებო ზონების ნუსხა:

ა) ავღანეთი;

ბ) ანგილია;

გ) ანტიგუა და ბარბუდა;

დ) ბარბადოსი;

ე) გვატემალა;

ვ) გრენადა;

ზ) გუამი;

თ) დომინიკა;

ი) ერაყი;

კ) ვანუატუ;

ლ) თერქს-ქაიქოსის კუნძულები;

მ) ინდოეთი;

ნ) ინდონეზია;

ო) ირანი;

პ) კაბო ვერდე;

ჟ) კაიმანის კუნძულები;

რ) კოლუმბია;

ს) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ჩრდილოეთ კორეა);

ტ) კუკის კუნძულები;

უ) ლიბანი;

ფ) ლიბერია;

ქ) მარშალის კუნძულები;

ღ) მიანმა (ბირმა);

ყ) მიკრონეზია;

შ) მონსერატი;

ჩ) ნაურუ;

ც) ნიგერია;

ძ) ნიუე;

წ) პაკისტანი;

ჭ) პალაუ;

ხ) სამოა;

ჯ) სეიშელები;

ჰ) სენტ-ლუსია;

ჰა) სენტ-ვინსენტი და გრენადინები;

ჰბ) სენტ-კრისტოფერი და ნევისი;

ჰგ) სირია;

ჰდ) სუდანი;

ჰე) ტაიტი;

ჰვ) ტაჯიკეთი;

ჰზ) ფილიპინები;

ჰთ) ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები;

ჰი) ჯიბუტი.

2. ეთხოვოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ყოველწლიურად (წელიწადში ერთხელ მაინც) შეამოწმოს საყურადღებო ზონების ნუსხა და მასში დასაბუთებული ცვლილების აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

გ. ქადაგიძე