„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.01.2017 ძალადაკარგული 18.12.2019
ნომერი
№1/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016212
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №1/04

2017 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტისა და „უკანონო შემოსავლის ლაგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს საყურადღებო ზონების ნუსხა:

ა) ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა;

ბ) ანგილია;

გ) ანტიგუა და ბარბუდა;

დ) ბოსნია-ჰერცეგოვინა;

ე) დომინიკის თანამეგობრობა;

ვ) ერაყის რესპუბლიკა;

ზ) ვანუატუ;

თ) თერქს-ქაიქოსის კუნძულები;

ი) იემენის რესპუბლიკა;

კ) ირანის ისლამური რესპუბლიკა;

ლ) კაიმანის კუნძულები;

მ) კოლუმბიის რესპუბლიკა;

ნ) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ჩრდილოეთ კორეა);

ო) ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა;

პ) ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკა;

ჟ) სენტ-ვინსენტი და გრენადინები;

რ) სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაცია;

ს) სეიშელის რესპუბლიკა;

ტ) სირიის არაბთა რესპუბლიკა;

უ) ტაჯიკეთის რესპუბლიკა;

ფ) უგანდის რესპუბლიკა.

მუხლი 2
ეთხოვოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ყოველწლიურად შეამოწმოს საყურადღებო ზონების ნუსხა და მასში დასაბუთებული ცვლილებების აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 24 აგვისტოს №65/04 ბრძანება.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი