„ქვილიშორის საკრედიტო კავშირის“, „მიზდის საკრედიტო კავშრისა“ და „ტანძიას საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორების განთვისუფლებისა და ახალი ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№645
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110829006, 30/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №645

2011 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

„ქვილიშორის საკრედიტო კავშირის“, „მიზდის საკრედიტო კავშრისა“ და „ტანძიას საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორების განთვისუფლებისა და ახალი ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. განთავისუფლებულ იქნეს „ქვილიშორის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორი ვაჟა გოგიძე; „მიზდის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორი ზურაბ ბარბაქაძე; „ტანძიას საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორი გურიელ წიფიანი.

2. „ქვილიშორის საკრედიტო კავშირის“, „მიზდის საკრედიტო კავშრისა“ და „ტანძიას საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ნუგზარ მურუსიძე (პირადი № 60002004766) – საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, დაკავებული თანამდებობისა და თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით,

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6), მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი             ო. ნადარაია