„განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№426
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე -პრეზიდენტის

განკარგულება №426

201 2 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე -2 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 26 -ე მუხლის მე -3 პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. „განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ნუგზარ მურუსიძე (პირადი №60002004766) საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი დაკავებული თანამდებობისა და თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით .

2. დაევალოს ლიკვიდატორს სალიკვიდაციო სამუშაოები წარმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის“ მოთხოვნების დაცვით .

3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და წარედგინოს „განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ მარეგისტრირებელ ორგანოს სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის .

4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი,  მე -12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში .

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე -პრეზიდენტი                                        ო . ნადარაია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.03.2012.
როდის იქნა მიღებული „განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე?
„განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე მიღებულია 26.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №426.
სად არის „განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.03.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე, №426, 26.03.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1621909/