ლიკვიდირებული კომერციული ბანკი „ჭიათურას“ აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №1140
2012 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
ლიკვიდირებული კომერციული ბანკი „ჭიათურ ი ს“ აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1 აღმოჩენილი აქტივი – ქ. ჭიათურაში, ჭიღლაძის ქ. №17 -ში მდებარე კაფე -ბარის შენობა, ჩაითვალოს ლიკვიდირებული კომერციული ბანკი ,,ჭიათურ ი ს“ ქონებად, რომლის განკარგვის უფლება ენიჭება საქართველოს ეროვნულ ბანკს.
2. ლიკვიდირებული კომერციულ ბანკ „ჭიათურას“ მეანაბრეების მიმართ არსებული ვალდებულებების დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გან ა ხორციელოს აღმოჩენილი აქტივის რეალიზაცია აუქციონის წესით.
3 ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ქონების რეალიზაციის უფლება შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ენიჭება როინ ცაციაშვილს (პირადი N 01036002403).
4. აღნიშნული აქტი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე და წარედგინოს საჯარო რეესტრს შესაბამისი აღნიშვნისათვის.
5.ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვიცე -პრეზიდენტი ოთარ ნადარაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლიკვიდირებული კომერციული ბანკი „ჭიათურას“ აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ლიკვიდირებული კომერციული ბანკი „ჭიათურას“ აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.11.2012.
- როდის იქნა მიღებული „ლიკვიდირებული კომერციული ბანკი „ჭიათურას“ აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“?
- „ლიკვიდირებული კომერციული ბანკი „ჭიათურას“ აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“ მიღებულია 27.11.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №1140.
- სად არის „ლიკვიდირებული კომერციული ბანკი „ჭიათურას“ აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.11.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ლიკვიდირებული კომერციული ბანკი „ჭიათურას“ აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“, №1140, 27.11.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1789200/