მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2011 წლის 31 აგვისტო
დაბა მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1 -1/ 1476ბრძანების მე-2 მუხლის II პუნქტის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება:
1. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა აქციებისა და წილისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:
ა.ა) დაბა მესტიაში – 1 კვადრატულ მეტრზე –2 ლარი;
ა.ბ) სოფლებში – 1 კვ. მეტრზე – 1,40 ლარი;
ა.გ) სოფლებს შორის არეალებში – 1.37 ლარი.
ბ) შენობა-ნაგებობებზე წლიური ქირა განისაზღვროს საპრივატიზაციო ღირებულების 10%;
გ) მოძრავ ქონებაზე წლიური ქირა განისაზღვროს საპრივატიზაციო ღირებულ ების 5 %.
2. მიღებული დადგენილება გადაეგზავნოს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
3. დაევალოს საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’.საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
4.დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტ ებ ის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გვარლიანი