ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველისა) სახეობების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.09.2011 ბოლო ცვლილება 16.03.2012
ნომერი
№175
სარეგისტრაციო კოდი
410080000.22.025.016037
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110902008, 05/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება№175

2011 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სახეობების შესახებ

„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) სახეობები .

2. ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სახეობების კვოტებს ადგენს და ანაწილებს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტო.

3. ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს სააგენტო.

4. ამ ბრძანებით განსაზღვრული ცხოველთა სახეობების მოპოვება განხორციელდეს „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით დადგენილ ვადებში და მოპოვების საშუალებებით.

5. მურა დათვის, ირმის, დასავლეთ კავკასიური ჯიხვისა და დაღესტანური ჯიხვის გარემოდან ამოღება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით.

6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

დანართი

ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) სახეობები

 

ქართული დასახელება

 

 

ლათინური დასახელება

 

1. ნუტრია

Myocastor coypus

2. კურდღელი

Lepus europaeus

3. მაჩვი

Martes meles

4.  ტყის კვერნა

Martes Martes

5.  ქვის კვერნა

Martes foina

6.  მგელი

Canis lupus

7.  ტურა

Canis aureus

8. მელა

Vulpes vulpes

9.  ენოტისებური ძაღლი

Nyctereutes procyonoides

10.  ტყის კატა

Felis silvestris

11.  გარეული ღორი

Sus scrofa

12.  შველი

Capreolus capreolus

13. ენოტი

Procyon lotor