საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ.209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 65. მოვალეობის დაკისრება
პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას.“.
2. 66-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს და მის დახმარებას ახორციელებს პრობაციის ბიურო. ეს ორგანო თვალყურს ადევნებს პირის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ხოლო მისი შეუსრულებლობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს.“.
3. 75-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ მსჯავრდებული უარს იტყვის შვილზე ან თავს აარიდებს შვილის აღზრდას მას შემდეგ, რაც იგი გააფრთხილა პრობაციის ბიურომ, სასამართლოს შეუძლია ამ ორგანოს წარდგინებით გააუქმოს სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გააგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 7 მაისი.
№2160–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.05.2003.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 07.05.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2160. სარეგისტრაციო კოდი — 080.000.000.05.001.001.247.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.05.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №2160, 07.05.2003, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.001.247 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.05.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14692/