„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ნოემბრის №254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №124
2011 წ ლის31 აგვისტო
ქ. ქუთაისი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის,გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ნოემბრის№254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ნოემბრის №254 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლება მიკუთვნებული აქვს ქალაქ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ, არქიტექტურისა და ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურებს, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით“.
2. შეიცვალოს დადგენილების დანართი №3 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
/დანართი №3 დადგენილებას თან ერთვის/
მუხლი 2. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მერს /გ.თევდორაძე/, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოში რეგისტრაციაში გაატაროს გამოსაყენებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუში.
მუხლი 3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი
დანართი № 3
პირველი ნაწილი
საჯარიმო ქვითარი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი №000000000 სერია - ქქ 0000000 000
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------––––
(საჯარიმო ქვითრის შემდგენლის თანამდებობა, გვარი, სახელი)
ავტომანქანის სახ. ნომერი ------------------------ თარიღი, დრო ----------------------------------
მოდელი --------------------------------------------- მდებარეობა ------------------------------------
ქვითრის ჩაბარების ფორმა ----------------------- ქუჩა ---------------------------------------------
დარღვევა ---------------------------------------------------------------------------------------------------
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ------------------------------
ჯარიმის ოდენობა -----------------------------------------------------------------------------------------
ოქმის შემდგენლის ხელმოწერა -------------------------------------------------------------------------
დამრღვევის გვარი, სახელი ------------------------------------------------------------------------------
მისამართი --------------------------------------------------------------------------------------------------
პირადი № -------------------------------------------- ხელმოწერა ---------------------------------------
შენიშვნა -----------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
მე-2 ნაწილი
ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში №000000000
---------------------------------------------- -------------------------------------------
გადამხდელის სახელი, გვარი ჯარიმის ოდენობა
---------------------------------------------- -------------------------------------------
გადამხდელის მისამართი გადამხდელის ხელმოწერა
--------------------------------------------- -------------------------------------------
სახაზინო კოდი ეს ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების
ან გადამხდელის მიერ
----------------------------------------------
ხელმოწერა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით მოქალაქეს აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები:
1. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით მოქალაქეს უფლება აქვს გაასაჩივროს სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში.
3. საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღის ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში პირს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.