თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N12/2 დადგენილებაში, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11/3
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.157.016056
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110912013, 16/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა  №11/3

 2011 წლის 9 სექტემბერი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010  წლის 29 ოქტომბრის  №12/2 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

        „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010  წლის 29 ოქტომბრის  №12/2 დადგენილებით (სსმ V, №49, 11.11.2010წ., მუხ.1430) დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ (დანართი №1) მე-2  მუხლის პირველი პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური ს ფუნქციებია:

ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება; გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა; ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადება;

ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო პროგნოზების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ხარჯთაღრიცხვის პროექტების ანალიზის ჩატარება; საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება მათ დასაზუსტებლად;

გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენის სამუშაოების ორგანიზაცია; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, გამგეობის სხვა სამსახურებთან, საკრებულოს კომისიებთან, და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარისთვის განსახილველად წარდგენა; გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის კორექტირება და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენა; მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში, საჯარო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა, მათი ანალიზი და შესაბამისი დასკვნის წარდგენა საკრებულოსათვის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე;

დ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერა კვარტალებისა და თვეების მიხედვით;

ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის შემოსულობებისა და გადასახდელების დაბალანსება;

ვ) ბიუჯეტის წლიური განწერის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების დაფინანსება;

ზ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, განაკვეთების განსაზღვრისა და შეცვლის, ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებლებზე შეღავათების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება;

თ) ადგილობრივი საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნა და განახლება;

ი) ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეკონომიურად ხარჯვაზე წინასწარი და მიმდინარე კონტროლის განხორციელება;

კ) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური (ყოველდღიური) ინფორმაციის მიღება; ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზება და წინადადებების მომზადება ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების უზრუნველსაყოფად;

ლ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზის ჩატარება, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადება;

მ) ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების სამუშაოთა ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ნ) გამგეობის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ორგანოებში, ადგილობრივ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოებში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის კონტროლი, ამ მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა;

ო) კონტროლის განხორციელება ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე; ადმინისტრაციული ერთეულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვა და ანალიზი;

პ) წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან კუთვნილი დივიდენდების დაგეგმვისა და ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის მიზნით თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოებისა და ორგანიზაციების ბალანსებისა და ანგარიშების კონტროლი და ანალიზი;

ჟ) სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადების მომზადება;

რ) სესხის აღებისა და გაცემის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

ს) წინადადებების მომზადება ინვესტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის შესახებ; ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ წინადადებების და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების შედგენა;

ტ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური და კვარტალური ანგარიშების მომზადება;

უ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და შემუშავება;

ფ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შემუშავება; ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;

ქ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით, ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო მოხმარებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;

ღ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განხორციელება;

ყ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია; წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონებით სარგებლობასა და განკარგვის საკითხებზე; წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზაციის ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;

ჩ) ზედამხედველობა მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე, მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებაზე;

ც) ამოღებულია;

ძ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;

წ)  ამოღებულია;

ხ) რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;

ჯ) ამოღებულია;

ჰ)  მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

       საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  გ.  მესტვირიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N12/2 დადგენილებაში, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N12/2 დადგენილებაში, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.09.2011.
როდის იქნა მიღებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N12/2 დადგენილებაში, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N12/2 დადგენილებაში, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 09.09.2011. მიმღები ორგანო — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11/3. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.157.016056.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N12/2 დადგენილებაში, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N12/2 დადგენილებაში, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.09.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N12/2 დადგენილებაში, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე“, №11/3, 09.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.157.016056 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1473209/