„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№350
სარეგისტრაციო კოდი
380050000.10.003.016510
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110915021, 15/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №350

2011 წლის 14  სექტემბერი

ქ. თბილისი

 „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს ც ვლილებ ა და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულებ ის: 

1. 61 მუხლი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 61. ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. ლიცენზიის მოქმედების ვადას ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე განსაზღვრავს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო. ეს ვადა გაითვალისწინება აუქ­ციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.

2. მდინარეებზე არსებული ქვიშა‑ხრეშის საბადოებსა და გამოვლი­ნე­ბებ­ზე ლიცენზიები გაიცემა არა უმეტეს 5 წლის ვადით.

3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს საქართველოს მთავრობის თანხმობით უფლება აქვს გააგრძელოს სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა.

4. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, აგრეთვე მხარეთა შეთანხმებით (საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურ­სების სააგენტო და შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი) შესაძლებელია ლიცენზიის პირობების შეცვლა (გარდა ნორმატიული აქტით დადგენილი პირობებისა) ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობების დადგენა.“.

2. 72 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. 74 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ლიცენზიისაგან შეიძლება გათავისუფლდეს პირი, რომე­ლიც საშენი მასალების მოპოვებას ახორციელებს მშენებლობის, ნაპირ­ფორ­მირების პროცესების მართვისა და მდინარეთა რეგულირების მიზნით.“.

4. 74 მუხლის მე‑2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისაგან, უფლებამოსილია საშენი მასალების მოპოვებითი სამუშაოები შეასრულოს საქართველოს მთავრობის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღე­ბიდან არა უმეტეს 3 თვისა.“.

5. 74 მუხლის მე‑3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„3. დაუშვებელია, ლიცენზიისაგან გათავისუფლდეს პირი, რომელიც საშენი მასალების მოპოვებას გეგმავს ტერიტორიაზე, სადაც ლიცენზიის გამ­ცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულია სასარგებლო წიაღისეუ­ლის მოპოვების ლიცენზია.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                        ნ. გილაური