1. კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონა (შემდგომ ამ მუხლში – ვიზიტორთა ზონა) ეწყობა კოლხეთის ეროვნული პარკის ამ კანონის მე-13, მე-14, 151, მე-17 და მე-18 მუხლებით დადგენილი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების ფარგლებში.

2. ვიზიტორთა ზონა ეწყობა ბუნების დაცვის, რეკრეაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.

3. ვიზიტორთა ზონის თითოეული კონკრეტული უბნის ფარგლებში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული კოლხეთის ეროვნული პარკის იმ ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონის რეჟიმით, რომლის ტერიტორიის ნაწილსაც მოიცავს აღნიშნული უბანი.

4. კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი და საზღვრები „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით.

საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6752 – ვებგვერდი, 20.07.2020