1. კოლხეთის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონა (შემდგომ ამ მუხლში – ისტორიულ-კულტურული ზონა) ეწყობა ბუნებრივი გარემოს, ისტორიულ-კულტურული ობიექტების და/ან არქიტექტურული ძეგლების დაცვა-აღდგენის, რეკრეაციის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ისტორიულ-კულტურული ზონის მოწყობის ძირითადი მიზანია აგრეთვე ზონის ფარგლებში მდებარე ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დაცვა და კონსერვაცია.

2. ისტორიულ-კულტურულ ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3. ისტორიულ-კულტურულ ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ბ) ტურიზმი;

გ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება და კონსერვაცია;

დ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ე) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ვ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ზ) ისტორიულ-კულტურული ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ისტორიულ-კულტურული ზონის ფიზიკური დაცვა);

თ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;

ი) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება.

4. კოლხეთის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ
“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით.

საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6752 – ვებგვერდი, 20.07.2020