აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111005008, 06/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტალის“ აქციონერებს

 

 გაცნობებთ, რომ 2011 წლის 28 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიმართება სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ აქციონერთა საერთო კრება საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: საქართველო, ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ. №102 ბ.

 სს ,,საზღვაო ჰოსპიტალის“ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2011 წლის 28 სექტემბერი.

 

დღის წესრიგი:

1. საზოგადოების წლიური ანგარიშის დამტკიცება.

2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის მიზანშეწონილობა.

3. დირექტორის გადარჩევის შესახებ საკითხის დაყენება.

4. აქციონერთათვის საზოგადოების განვითარების პერსპექტიული გეგმის წარდგენა და განხილვა.

5. აუდიტის არჩევა.

 

აქციონერებს შეგიძლიათ კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე წერილობით წარმოადგინოთ თქვენი საკითხები და მოსაზრებები, რომელიც განხილულ იქნება საერთო კრებაზე.

კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის“ მთ. სპეციალისთან –  ქალბატონ ლუიზა ჩიკაშუასთან, ტელ.: 599 15 88 06.

აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობისა და აქციათა რეესტრის საფუძველზე.

საზოგადოების გენ. დირექტორი   გრ. ჭყონია