სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მომრიგებელი საბჭოს სხდომის ოქმი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111010026, 10/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის მომრიგებელი საბჭოს

სხდომის ოქმი №4

 

(სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება)

 

2011 წლის 7ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

შეხვედრას ესწრებოდნენ:

 

სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“  მომრიგებელი საბჭოს წევრები:

ა)     მომრიგებელი საბჭოს წევრი – მზექალა გაზდელიანი;

ბ)    მომრიგებელი საბჭოს წევრი – რუსუდან ბაქანიძე;

გ)    მომრიგებელი საბჭოს წევრი – ირაკლი გვილია.

 

მომრიგებელთა საბჭომ დანიშვნის დღიდან შესწავლისა და დეტალური ანალიზისთვის გამოითხოვა მეურვისა და მოვალისაგან სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ (შემდგომში – „მოვალე“ ან „საზოგადოება”) საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია. მოახდინა აღნიშნული დოკუმენტაციის კლასიფიკაცია შესაბამისი თემატიკის მიხედვით.

მომრიგებელთა საბჭო ასევე პერიოდულად აწარმოებდა შეხვედრებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ სხვადასხვა სუბიექტებთან, მათ შორის ახსნა-განმარტებები ჩამოართვა „მოვალეს“, კრედიტორებს და მეურვეს. დოკუმენტაციის ნაწილი, რომელიც მომრიგებელთა საბჭოს აზრით მნიშვნელოვანი იყო „საზოგადოების“ ფინანსური მდგომარეობის ძირეულად შესასწავლად და არ ერთოდა მეურვის მოხსენებას, გამოთხოვილ იქნა „მ ო ვალისაგან“.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, მომრიგებელთა საბჭოს მიერ დადგინდა შემდეგი გარემოებები:

1.    თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 22 სექტემბერს გამართულ კრედიტორთა კრებაზე სასამართლოს მიერ დამტკიცებული კრედიტორთა მოთხოვნების საერთო ჯამი შეადგენს   14 225 740, 92 ლარს (რაც არ მოიცავს იმ დავალიანებას, რომელზეც კრედიტორებს მოთხოვნა არ წამოუყენებიათ, ასევე სასამართლოს მიერ არ იქნა განხილული);

2.    „მოვალის“ აქტივების საბალანსო ღირებულება, მეურვის მიერ წარმოდგენილი მოხსენების თანახმად, 2011 წლის 05 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 16 102 812,78 ლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტორული დასკვნა არ არის წარმოდგენილი. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აქტივების საბაზრო ფასის დადგენა ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია (გარდა ნაღდი ფულისა). შესაძლებელია, რომ გრძელვადიანი და არალიკვიდური აქტივების საბალანსო ფასი საგრძნობლად განსხვავდებოდეს მისი რეალური ფასისგან. „საზოგადოებაში“ამჟამად მიმდინარე აუდიტორული შემოწმება არ ისახავს მიზნად აქტივების რეალური ფასის დადგენას.

3.    „მოვალის“ წარმომადგენელთა განცხადებით, „მოვალესა“ და დახურული სააქციო „საზოგადოება“„გრუპპა ახემას“ შორის 2008 წლის 19 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არანაკლებ 15 000 000 ლარის ოდენობით ინვესტიციიდან „მოვალეს“ მიერ 2009-2011 წ.წ. განხორციელებულია 5 600 000 ლარის ოდენობით ინვესტიცია. აღნიშნულ საკითხზე წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტები: აუდიტორული კომპანია შპს „ერნსტ ენდ იანგი“-ს 2010 წლის 19 აპრილის დასკვნა 2009 წელს განხორციელებული ინვესტიციის შესახებ. აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, განხორცილებული ინვესტიცია შეადგენდა 2 362 170 ლარს, ხოლო 2010 წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციის თაობაზე დასკვნა მომზადებულია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2011 წლის 13 მაისს (№006842-2011/10/1). დასკვნის შესაბამისად, 2010 წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა შეადგენდა 2 763 950,22 ლარს. შესაბამისად, წარმოდგენილი შეფასებითი დოკუმენტაციით 2009 და 2010 წწ. განხორციელებული ინვესტიციის საერთო ჯამი შეადგენს 5 126 120,22 ლარს.

4.    „მოვალესა“ და დახურული სააქციო „საზოგადოება“„გრუპპა ახემა“-ს შორის 2008 წლის 19 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, „მოვალეს“ 2014 წლამდე არ ჰქონდა უფლება მიემართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის (შემდგომში –სემეკი) ელექტროენერგიის განაწილების ტარიფის გაზრდის მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულის საჭიროება განპირობებული იქნებოდა ინფლაციით. ამავდროულად, არც აღნიშნული ხელშეკრულებით და არც სხვა დოკუმენტით „მოვალეს“ არ გააჩნდა ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ფასის გარანტია.

5.    „მოვალის“ წარმომადგენლების განმარტებით, დღეის მდგომარეობით, „საზოგადოებას“ არ გააჩნია მიმწოდებელთან დადებული კონტრაქტი ელექტროენერგიის სასურველი დაბალი ფასით (3,8 თეთრი) შესყიდვაზე, აგრეთვე არ არსებობს რაიმე მყარი ხასიათის წინაპირობა მომავალში ამგვარი პირობებით ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად, რაც საშუალებას მისცემდა „მოვალეს“ ეტაპობრივად დაეფარა არსებული დავალიანება მიმდინარე დავალიანების გადახდის პირობით.

6.    „მოვალის“ წარმომადგენლების განცხადებით, „საზოგადოების“ აბონენტთა რიცხოვნობა შეადგენს 100 640. აქედან, 2009 წლიდან დღემდე ინდივიდუალური გამრიცხველიანება განხორციელებულია 19 640 აბონენტთან (რაც შეადგენს აბონენტთა საერთო რიცხოვნობის 19.5%-ს). აღნიშნული ღონისძიებისთვის მიმართულ იქნა საინვესტიციო თანხების ნაწილი.

7.    „მოვალის“ ფინანსური მაჩვენებლები „საზოგადოების“ მიერ წარმოდგენილი (არააუდირებული) მოგება-ზარალის უწყისის შესაბამისად, 2009 წელს „მოვალეს“ მიადგა 1 642 300 ლარის ოდენობით წმინდა ზარალი, ხოლო 2010 წლის მაჩვენებლებით „საზოგადოების“ წმინდა მოგებამ შეადგინა 438 620 ლარის (რაც გარკვეულწილად ვალუტის კურსის ცვალებადობით იყო განპირობებული).

8.    „მოვალის“ ელექტროენერგიის განაწილების ქსელი, „საზოგადოების“ წარმომადგენელთა განმარტებით, სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაციას. აქედან გამომდინარე, დანაკარგების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 22-24%-ს ფარგლებში, აქედან კომერციული დანაკარგი, „მოვალის“ დირექტორის განცხადებით, შეადგენს 8% მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით კომერციული დანაკარგი არ არის აღიარებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტექნიკური დანაკარგი შეადგენს 14-16%-s, რაც სემეკის მიერ დადგენილ ნორმატივს (10.5%) მნიშვნელოვნად აღემატება. ამ მიმართულებით, „მოვალის“ განცხადებით, ჩატარდა შესაბამისი კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა ტექნიკური დანაკარგების პროცენტული ოდენობა – 13.5%, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „მოვალის“ მიერ არ გატარებულა ქმედითი ხასიათის ღონიძიებები არც ქსელის რეაბილიტაციისა და არც შესაბამისი შუამდგომლობების დაყენებით კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

 

ფაქტობრივად არსებული მდგომარეობისა და „მოვალის“ მიერ წარმოდგენილი სარეაბილიტაციო გეგმის ანალიზიდან გამომდინარე, მომრიგებელი საბჭოს წევრები ერთხმად იზიარებენ შემდეგ მოსაზრებას:

1.    მომხმარებლებზე ელექტროენერ გ იის უწყვეტად მიწოდება/განაწილების პირობებში, როდესაც „მოვალის“ წინაშე არსებული დებიტორული დავალიანების ვალდებულების დაფარვის გარდა, არსებობს აგრეთვე მიმდინარე დავალიანების გადახდის ვალდებულება, თუნდაც 2010 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, როდესაც „მოვალის“ წმინდა მოგებამ შეადგინა 438 620 ლარის, დებიტორული დავალიანების დაფარვა მეტად გრძელვადიან და უშედეგო პროცესად გვევლინება, ელექტროენერგიის დაბალი ფასით შესყიდვაზე მიმწოდებელთან გრძელვადიანი კონტრაქტის არარსებობის გამო.

2.    „მოვალის“ სალიცენზიო საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქტივების ნაწილის გასხვისების გზით დავალიანების დაფარვა შეუძლებელია. „მოვალის“ ქონება (აქტივები) უნდა გასხვისდეს ერთიანი კომპლექსით. მოვალის განცხადებითვე მას არ გააჩნია არაპროფილური აქტივები (აქტივები, რომლებიც მოვალის ძირითად საქმიანობასთან არაა დაკავშირებული). შესაბამისად, მოვალის აქტივების განცალკევებული გაყიდვა და მიღებული თანხების მიმართვა არსებული დავალიანების დასაფარად შეუძლებელია, ვინაიდან ეს შეუძლებელს გახდის კომპანიის უწყვეტ საქმიანობას და დააყენებს საფრთხის ქვეშ არა მარტო მოსახლეობისადმი ელექტროენერგიის მიწოდებას (რაც ზემოაღნიშნული საინვესტიციო ხელშეკრულების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა), არამედ ასევე საგრძნობლად შეამცირებს კომპანიის სრულ ღირებულებას.

3.    „მოვალეს“ ამ ეტაპზე გახსნილი აქვს საკრედიტო ხაზი სს „თიბისი ბანკში“, რომელიც წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორს (უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონების ნაწილი), მოთხოვნის ოდენობა შეადგენს 2 011 095,89 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულება ხელმოწერილია 2010 წლის 22 სექტემბერს, იმ პირობებში, როდესაც „მოვალეს“ არ გააჩნდა ამ ოდენობით დებიტორული დავალიანება და 2010 წლის მიმდინარე ფინანსური მაჩვენებლებით იგი წმინდა მოგებაზე გადიოდა. საკრედიტო ხაზით მოზიდულმა თანხებმა ვერ შეაჩერა დებიტორული დავალიანების ზრდის ტემპი, მეტიც, სა კ რედიტო ხელშეკრულებებით, კერძოდ (№993103-1286482 ხელშეკრულებით ძირი თანხის დაფარვა უნდა დაწყებულიყო 2011 წლის 22 სექტემბერს, ხოლო №993103-1336987 ხელშეკრულებით – 2012 წლის 20 იანვარს. ამავე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება მთელი რიგ შემთხვევაში (მათ შორის, თუ „საზოგადოების“ მიმართ არის ლიკვიდაციის ან გაკოტრებულად გამოცხადების მოთხოვნა). გამომდინარე იქიდან, რომ წინამდებარე საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ხელმოწერიდან დღემდე კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და საკრედიტო ისტორია საგრძნობლად გაუარესდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „საზოგადოებამ“ მიიღოს საბანკო კრედიტი უფრო ხელსაყრელ პირობებში. ძირითადი საქმიანობის განსახორცილებლად და უკვე არსებული კრედიტების დაფარვის მიზნით დამატებით საკრედიტო ხაზის გახსნა, რაც გათვალისწინებულია „საზოგადოების“ მიერ წარმოდგენილ სარეაბილიტაციო გეგმით, კიდევ უფრო რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენებს ისედაც გადახდისუუნარობის ზღვარზე მდგარ „მოვალეს“, ვინაიდან არსებული საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ძირი დავალიანების გადახდასთან ერთად ახლად ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაეკისრება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გეგმასთან ერთად მოვალის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ბანკი „მოვალეს“ აძლევს გეგმით გათვალისწინებულ სესხს, შესაბამისად „მოვალის“ მიერ წარდგენილი რეაბილიტაციის გეგმის ნაწილი, სადაც „მოვალე“ დამატებით იაფიანი საბანკო კრედიტის საშუალებით მოახდენს გეგმის განხორციელებას, არ მიგვაჩნია რეალურად.

4.    მოვალის მიერ წარმოდგენილია რეაბილიტაციის გეგმა (დანართი №1) რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს არსებული დავალიანების რესტრუქტურიზაცია და მისი ეტაპობრივი გადახდა 2013 წლის დეკემბრამდე. აღსანიშნავია, რომ მთელი რეაბილიტაციის გეგმა გათვლილია ელექტროენერგიის შესყიდვის საშუალო 3.8-თეთრიან ტარიფზე. მოვალის წარმომადგენლების განცხადებით „მოვალე“ ვერ გავა მოგებაზე, თუ საშუალო წლიური ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი 4.0 თეთრი მაინც არ იქნება. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებითვე 2011 წლის სექტემბერშიც კი „მოვალეს“ უწევს მტკვარი ენერგეტიკისგან ძვირიანი ელექტროენერგიის შესყიდვა (რაც მოვალის განცხადებით 8 თეთრის ფარგლებში იქნება). ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „მოვალემ“ ვერ უზრუნველყო საბჭოსადმი 3,8 თეთრად შესასყიდი ელექტროენერგიის გარანტიის მიცემა. „მოვალის“ მიერ არ იქნა წარდგენილი რაიმე სახის გრძელვადიანი ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება, სადაც ელექტროენერგიის შესყიდვის ფასი 3.8 თეთრი დაფიქსირდებოდა. გამომდინარე აქედან, როდესაც თავად „მოვალე“ წარადგენს რეაბილიტაციის გეგმას, რაც აგებულია 3.8-თეთრიან ელექტროენერგიის შესასყიდ წლიურ საშუალო ტარიფზე და ამავდროულად არანაირი გარანტია აღნიშნული ტარიფისა არ არსებობს, საბჭოსთვის აღნიშნული გეგმა მიუღებელია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, მომრიგებელმა საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გაკოტრების შესახებ.

      

 

ხელმოწერები:

• მომრიგებელი საბჭოს წევრი მ. გაზდელიანი

• მომრიგებელი საბჭოს წევრი რ. ბაქანიძე

• მომრიგებელი საბჭოს წევრი ი. გვილია