განჩინება სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8768-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111012027, 13/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

2011 წლი ს 11 ოქტომბერი                     

ქ.  თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებლები (კრედიტორები): 1. სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის

                                                                    კომერციული ოპერატორი’’

წარმომადგენელი:ირინა მილორავა (გენერალური დირექტორი)

საიდენტიფიკაციო კოდი:205170036

                                                                2. სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა’

წარმომადგენელი: სულხან ზუმბურიძე (მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველი)

საიდენტიფიკაციო კოდი:204995176

მოთხოვნა:გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა;

მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საკითხის განხილვა

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2011 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის’’ გენერალურ მა დირექტორმა ირინა მილორავამ და შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ და მოითხოვეს სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებ ის დაწყება.  

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის5 აგვისტოს განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო).

2011 წლის 22 სექტემბრისა და 23 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინებით დამტკიცებულ იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრები.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომრიგებელთა საბჭოს მიერ წარმოდგენილ იქნა გადაწყვეტილება ს/ს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

სასამართლო გაეცნო მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილებას, საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორთა და მოვალის მოსაზრებებს, მი ა ჩნია, რომ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:გაკოტრების შესახებ;რეაბილიტაციის შესახებ ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება იწყება მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად სასამართლოს მიერ გაკოტრების შესახებ გამოტანილი განჩინების გამოქვეყნებიდან. სასამართლოს განჩინება გაკოტრების შესახებ ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’მე-7, მე-8, 27-ე, 33-ე, 36-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დამტკიცდეს მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება ს/ს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ და სასამართლო დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე         თ. ჭუნიაშვილი