„სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5099-IIს
სარეგისტრაციო კოდი
240060000.05.001.016440
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111021013, 21/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

 „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13/04/2011, 240060000.05.001.016271) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.    პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ამ კანონით, ფონდის წესდებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.

2. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფონდი არ განიხილავს ისეთ პროექტებს, რომლებიც უშუალოდ შეეხება მომსახურების სფეროს.“.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრები და გრანტები, რომელთა დაბრუნებისთვისაც ფონდი თავადაა პასუხისმგებელი;

ბ) სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები (მათ შორის, წილების და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი);

გ) კერძო სექტორის თანადაფინანსებით მოზიდული სახსრები;

დ) ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 ოქტომბერი.

№5099–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.10.2011.
როდის იქნა მიღებული „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.10.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5099-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 240060000.05.001.016440.
რამდენი მუხლისგან შედგება „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.10.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5099-IIს, 11.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 240060000.05.001.016440 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1495412/