განჩინება სს „ქუთაისის ავტოქარხანის“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საოქმო განჩინება
2011წლის 21 ოქტომბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე
მოვალე: სს ,,ქუთაისის ავტოქარხნის’’გაკოტრების მმართველის დავით ჯიქიას,
კრედიტორის: სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მარინე ხურციძის მონაწილეობით განიხილა გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხი;
სასამართლომ იხელმძღვანელა„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე, 29-ე, სსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ქუთაისის ავტოქარხანის’’ კრედიტორთა კრება გაგრძელდეს 2011 წლის 28 ოქტომბერს 15:00 საათზე.
2.სს ,,ქუთაისის ავტოქარხნის’’ კრედიტორებს ეცნობოთ, რომ საოქმო განჩინება გამოქყვეყნდეს საკანონმდებლო მაცნეში და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაფაზე.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).
3. კრებაზე განიხილება შემდეგი საკითხი:
ა)გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
სხდომის თავმჯდომარე გ. აბუსერიძე
სხდომის მდივანი ა. გაბრიჭიძე