სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა საყურადღებოდ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111026018, 27/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს ,,ქართული ფოლადის“ კრედიტორთა საყურადღებოდ

 

   გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის (მოსამართლე ლ.ქოჩიაშვილის) 2011 წლის 03 ოქტომბრის №2/10974-2011 განჩინების საფუძველზე გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება სს „ქართული ფოლადის“ (მის: ქ.რუსთავი. გაგარინის ქ.№12; ს/№216414164) მიმართ.

 აღნიშნული განჩინების საფუძველზე: მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;

გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული განჩინების შესაბამისად, სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრება მოწვეული იქნება 2011 წლის 07 ნოემბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6);

ამასთან, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, გთხოვთ 2011 წლის 4 ნოემბრამდე წერილობით წარმოადგინოთ (სს „ქართული ფოლადის“ მიმართ არსებული) თქვენი მოთხოვნები აღსრულების ეროვნულ ბიუროში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კმ.) და თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები. გაცნობებთ, რომ მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.

 

მეურვის _ აღსრულების ეროვნული ბიუროს

წარმომადგენელი

თამაზ კიკიანი