I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13/1
2011 წლის 28 ოქტომბერი
ქ. მარნეული
I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის დადგენილების) 65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით შესაძლებელია მარნეულის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით და მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა დადგენილებით კონკრეტულ ტერიტორიაზე აკრძალული ან შეზღუდული არ არის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი.
2. თუ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი ხორციელდება ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, დამატებითი დოკუმენტაციის სახით სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრებისა) გამგეობაში წარმოდგენილ იქნეს:
ა) შენობა-ნაგებობის ფასადის მდებარეობის ამსახველი ადგილის ტოპოგრაფიული რუკა ფასადის მდებარეობის ადგილის ჩვენებით;
ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.
მუხლი 2🔗
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსებისთვის/მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის აღება სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრებისა), თუ ასაშენებელი/დემონტაჟისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა მდებარეობს:
ა) ქ. მარნეულში, რუსთაველის, 26 მაისის, სამედ-ვურღუნის, ნარიმანოვის, კოსტავას და აღმაშენებლის ქუჩებზე;
ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის გზების ორივე მხარეს მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში;
გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ზონებში შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი აკრძალულია ან შეზღუდულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით);
დ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით განსაზღვრულ კურორტებსა და საკურორტო ადგილებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟის შემთხვევაში, თუ ანტრესოლი, კიბე, ვიტრინა, კარი, ფანჯარა და სხვა ღიობები არ უკავშირდება შენობის ფასადის ცვლილებას, მათი მოწყობა/დემონტაჟი ხორციელდება შესაბამისი ნებართვის აღების გარეშე, საქართველოს მთავრობის დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა და 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქერიმოვი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.10.2011.
- როდის იქნა მიღებული „I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“?
- „I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ მიღებულია 28.10.2011. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №13/1. სარეგისტრაციო კოდი — 330090000.35.159.016061.
- რამდენი მუხლისგან შედგება „I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“, №13/1, 28.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 330090000.35.159.016061 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1500779/