შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№410
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.016570
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111031041, 31/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს მთავრობის
დადგენილება №410
2011 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ
მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 341 მუხლის საფუძველზე:
1. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების კოორდინაცია/კონტროლი.
2. შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყებისთანავე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უზრუნველყოს შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ სტუდენტთა ჩარიცხვა შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე.
3. შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის  წარმოების  დაწყებისთანავე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურის შესაბამისი თანხის საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის გადაცემა. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლის საფასური ნაკლებია შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ სტუდენტების მიერ გადახდილ სწავლის საფასურზე, ამ თანხებს შორის სხვაობა ხმარდება შემდგომ სემესტრში სწავლის დაფინანსებას.
4. შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დასრულებისთანავე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ მოძრავი ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის გადაცემა.
5. შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დასრულებისთანავე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაითვალოს შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ სამართალმემკვიდრედ გადაცემული თანხის, ქონებისა და შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის ნაწილში.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი                                                                                       ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.10.2011.
როდის იქნა მიღებული „შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ“?
„შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ“ მიღებულია 28.10.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №410. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.10.003.016570.
სად არის „შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ“, №410, 28.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.016570 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1501431/