"მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/119
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111109019, 11/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

"მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/119
2011 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
"მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის – მანტიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. "მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის – მანტიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. გადაწყვეტილების:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"2. ამ გადაწყვეტილებით დამტკიცებული მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმით – მანტიით მოსამართლის საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობა განხორციელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.";
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს "მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის – მანტიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/211-2007 გადაწყვეტილება 2012 წლის 1 იანვრიდან.".
2. გადაწყვეტილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმა – მანტია
საქმის სასამართლო განხილვაში მოსამართლე მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით – მანტიით.
მანტია არის სწორი სილუეტის, იატაკიდან 20 სმ-ით დაცილებული. კალთა და ზურგი დამუშავებულია კოკეტკებით, კოკეტკის ქვემოთ კალთაზე თითოეულ მხარეს  სამ-სამი ნაკეცით, ზურგზე შუაში ერთი შემხვედრი ნაკეცით, ხოლო გვერდებზე ორი შემხვედრი და თითო განიერი ნაკეცით.
კალთისა და ზურგის კოკეტკა სახელოს ჩაკერების ადგილას გაფორმებულია 4 სმ-იანი დაგოფრილი დეტალით. სახელო ჩაკერებულია ნაკეცებით, ერთი შემხვედრი ნაკეცი შუაში და თითო-თითო აქეთ-იქით. სახელოს ბოლო დამუშავებულია 7 სმ-ის სიგანის მანჟეტით.
მანტია იკვრება ფარული ღილით და ღილკილოთი, საყელო დგარი. მანტიას ახლავს ორი ცალი თეთრი საყელო, რომელიც გაფორმებულია წითელი კანტით. მანტიის საყელო მაგრდება ღილით და ღილკილოთი.
მანტია იკერება აბრეშუმის ტიპის ქსოვილისაგან. ქსოვილის შემადგენლობაა: 63% პოლიესტერი, 32% ვისკოზა, 5% ელასტინი (ლიკრა). ქსოვა: 26/29 - ქსელი/მისაქსელი. ქსოვილის გრამაჟი: 230 (+/- 5 გრ/მ2) გრ/მ2.
მანტიის ფერია მუქი შავი.".
მუხლი 2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2011 წლის 20 ივლისიდან.
საქართველოს იუსტიციის       ვ. ცერცვაძე
უმაღლესი საბჭოს მდივანი