მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/69
2011 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის – მანტიის დამტკიცების შესახებ
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმა – მანტია დანართის შესაბამისად.
2. ამ გადაწყვეტილებით დამტკიცებული მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმით – მანტიით მოსამართლის საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობა განხორციელდეს 2011 წლის 1 სექტემბრიდან.
3. ამ გადაწყვეტილების ამოქმედების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის – მანტიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/211-2007 გადაწყვეტილება 2011 წლის 1 სექტემბრიდან.
5. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2011 წლის 11 აპრილიდან.
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი ვ. ცერცვაძე
დამტკიცებულია
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებით
მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმა – მანტია
საქმის სასამართლო განხილვაში მოსამართლე მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით – მანტიით.
მანტია არის სწორი სილუეტის, იატაკიდან 20 სმ-ით დაცილებული. კალთა და ზურგი დამუშავებულია კოკეტკებით, კოკეტკის ქვემოთ კალთაზე თითოეულ მხარეს სამ-სამი ნაკეცი თ, ზურგზე შუაში ერთი შემხვედრი ნაკეცი თ, ხოლო გვერდებზე ორი შემხვედრი და თითო განიერი ნაკეცი თ.
კალთისა და ზურგის კოკეტკა სახელოს ჩაკერების ადგილას გაფორმებულია 4 სმ-იანი დაგოფრილი დეტალით. სახელო ჩაკერებული ა ნაკეცებით, ერთი შემხვედრი ნაკეცი შუაში და თითო-თითო აქეთ-იქეთ. სახელოს ბოლო დამუშავებულია 7 სმ-ის სიგანის მანჟეტით.
მანტია იკვრება ფარული ღილით და ღილკილოთი, საყელო დგარი. მანტიას ახლ ავს ორი ცალი თეთრი საყელო, რომელიც გაფორმებულია წითელი კანტით.მანტიის საყელო მაგრდება ღილით და ღილკილოთი.
მანტია იკერება ნახევრად აბრეშუმის ქსოვილისაგან. ქსოვილის შემადგენლობაა: 63% პოლიესტერი, 32% ვისკოზა, 5% ელასტინი. ქსოვილის შემადგენლობის შეცვლა დასაშვებია ნატურალური ქსოვილის პროპორციულობის 5%-ით გაზრდის ხარჯზე.
მანტიის ფერია მ უქი შავი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.04.2011.
- როდის იქნა მიღებული „მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ“?
- „მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 08.04.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №1/69.
- სად არის „მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ“, №1/69, 08.04.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1326011/