„მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/1 09
2015 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
„მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის – მანტიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის – მანტიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და გადაწყვეტილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმა – მანტია
საქმის სასამართლო განხილვაში მოსამართლე მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით – მანტიით.
მანტია არის სწორი სილუეტის, იატაკიდან 20 სმ-ით დაცილებული. კალთა და ზურგი დამუშავებულია კოკეტკებით, კოკეტკის ქვემოთ კალთაზე თითოეულ მხარეს სამ-სამი ნაკეცით, ზურგზე შუაში ერთი შემხვედრი ნაკეცით, ხოლო გვერდებზე ორი შემხვედრი და თითო განიერი ნაკეცით.
კალთისა და ზურგის კოკეტკა სახელოს ჩაკერების ადგილას გაფორმებულია 4 სმ-იანი დაგოფრილი დეტალით. სახელო ჩაკერებულია ნაკეცებით, ერთი შემხვედრი ნაკეცი შუაში და თითო-თითო აქეთ-იქეთ. სახელოს ბოლო დამუშავებულია 7 სმ-ის სიგანის მანჟეტით.
მანტია იკვრება ფარული ღილით და ღილკილოთი, საყელო დგარი. მანტიას ახლავს ორი ცალი თეთრი საყელო, რომელიც გაფორმებულია წითელი კანტით. მანტიის საყელო მაგრდება ღილით და ღილკილოთი.
მანტია იკერება აბრეშუმის ტიპის ქსოვილისაგან. ქსოვილის შემადგენლობაა: 63%(+/- 2%) პოლიესტერი, 32%(+/- 2%) ვისკოზა, 5%(+/- 2%) ელასტინი (ლიკრა), ქსოვილის გრამაჟი 220-250 გრ/მ2.
მანტიის ფერია მუქი შავი.“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.08.2015.
- როდის იქნა მიღებული „მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №1/109.
- სად არის „მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1/109, 07.08.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3124001/