„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის შეწყვეტის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის N33/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №99/04
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის შეწყვეტის წესის“დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის№33/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის შეწყვეტის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №33/01 ბრძანებით (სსმ III, 15.03.2010,№28, მუხ. 411) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.ლიცენზიის მაძიებლის ტექნიკური საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა ჰქონდეს რეესტრის წარმოების პროგრამა,რომელიც იძლევა ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიცენზიის მიღების შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია საქმიანობის განხორციელების დროს გამოიყენოს ის პროგრამა, რომელიც მან ეროვნულ ბანკში წარადგინა ლიცენზიის მიღებამდე.“.
2. მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის აუდიტირებული საკუთარი კაპიტალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 250 000 ლარისა;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კაპიტალის ოდენობის გაანგარიშება უნდა მოხდეს საანგარიშგებო წლისათვის ძალაში მყოფი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს), ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის ინტერპრეტაციების (ფაისკ) მიხედვით.“.
3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია თავისი საქმიანობის ყველა ეტაპზე დაიცვას ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა.“.
4. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ PDF ფორმატში წარმოდგენილ წლიურ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. ეროვნულმა ბანკმა არ უნდა გამოაქვეყნოს ის ინფორმაცია, რომელიც მის მიერ კონფიდენციალურად იქნება ცნობილი.“.
5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. წლიური ანგარიშგება ემიტენტების შესახებ
1. ყოველი სამეურნეო წლის დამთავრებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს წლიური ანგარიშგება ემიტენტების შესახებ, რომელთა რეესტრსაც ის აწარმოებს (დანართი №3);
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა წლიური ანგარიშგება ემიტენტების შესახებ ეროვნულ ბანკში უნდა წარადგინოს როგორც მატერიალიზებული, ასევე ელექტრონული ფორმით. ანგარიშგების ელექტრონული ნაწილი წარმოდგენილ უნდა იქნეს Excel-ის ფორმატში.“.
6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ყოველთვიური ანგარიშგება ემიტენტების შესახებ
1. ყოველი თვის დამთავრებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში რეგისტრატორმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს თავისი საქმიანობის ამსახველი ანგარიშგება, რომელშიც მოცემული უნდა იყოს:
ა) ემიტენტების სია, ფასიანი ქაღალდების მფლობელების რაოდენობის მითითებით (დანართი №4);
ბ) კონსოლიდაციის შედეგები (ახალი კონსოლიდირებული რეესტრის არსებობის შემთხვევაში), (დანართი №5);
გ) სარეგისტრაციო ოპერაციის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევები და მიზეზები (დანართი №6);
დ) ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების მსხვილი პაკეტის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (დანართი №7);
ე) ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდებით განხორციელებული გადაცემები (დანართი №8);
ვ) ანგარიშებზე განხორციელებული ბლოკირების შემთხვევები (დანართი №9).
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ყოველთვიური ანგარიშგება ემიტენტების შესახებ ეროვნულ ბანკში უნდა წარადგინოს როგორც მატერიალიზებული, ასევე ელექტრონული ფორმით. ანგარიშგების ელექტრონული ნაწილი წარმოდგენილ უნდა იქნეს Excel-ის ფორმატში.“.
მუხლი 2.
ფასიანი ქაღალდების მოქმედმა რეგისტრატორებმა 2012 წლის 1 იანვრამდე თავიანთი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანონ აღნიშნულ ბრძანებასთან.
მუხლი 3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ.ქადაგიძე