საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვის „კონსტიტუციას,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „კონსტიტუციურ შეთანხმებას,“.
2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
1. სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.
2. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით. კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში.“.
3. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11პუნქტი:
„11 კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი.“.
4. 73-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან;“.
5. 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს სიტყვის „კონსტიტუციასთან“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „კონსტიტუციური შეთანხმების,“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 30 მარტი.
N826-IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.03.2001.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 30.03.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №826. სარეგისტრაციო კოდი — 010.010.000.01.001.000.906.
- სად არის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.03.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №826, 30.03.2001, სარეგისტრაციო კოდი 010.010.000.01.001.000.906 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15226/