„კულტურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№417
სარეგისტრაციო კოდი
450.000.000.05.001.000.792
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 13/07/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსკანონი

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის პრეამბულის მეორე აბზაცში სიტყვების „ამკვიდრებს კულტურის,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „კულტურული მემკვიდრეობის“, ხოლო სიტყვა „თვითრეალიზაციაში“ შეიცვალოს სიტყვით „თვითგამოხატვაში“.

2. მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში სიტყვების „სახელოვნებო განათლება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და მასთან დაკავშირებული“, სიტყვები „მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ“ ამოღებულ იქნეს, ხოლო სიტყვების „კულტურულ-გასართობი“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „შემეცნებითი“.

3. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილება კულტურის სფეროში“.

4. მე-19 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა კომპეტენცია კულტურის სფეროში“;

ბ) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კულტურის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობანი.“

5. 21-ე მუხლის პირველი – მე-2 პუნქტები ჩაითვალოს მე-2–3 პუნქტებად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი პუნქტი:

„1. საქართველოს ხელისუფლება აღიარებს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პრიორიტეტს.“

6. 23-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. სახელმწიფოს ვალდებულება შემოქმედებითი საქმიანობის ხელშესაწყობად“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოქმედებითი მოღვაწეობის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო:“.

7. 25-ე მუხლის პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. კულტურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საქმიანობის კოორდინაციას და ამ საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირთა სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს საქართველოს კულტურის სამინისტრო“.

8. 28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. 35-ე მუხლის სათაურსა და პირველ პუნქტში სიტყვის „გაცვლის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სახელმწიფო“.

10. 37-ე მუხლის მე-3 პუნქტს დასაწყისში დაემატოს სიტყვები „საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე“.

11. მე-40 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები, ხოლო „პ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ნ“ ქვეპუნქტად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი   ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 28 ივნისი.

№417-IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.06.2000.
როდის იქნა მიღებული „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„კულტურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.06.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №417. სარეგისტრაციო კოდი — 450.000.000.05.001.000.792.
სად არის „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №417, 28.06.2000, სარეგისტრაციო კოდი 450.000.000.05.001.000.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17122/