საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№513
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 11/10/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) 161-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 161. საგადასახადო განაკვეთები

გადასახადის განაკვეთები დიფერენცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სახეობების, ტვირთამწეობისა და ტევადობის მიხედვით და შეადგენს:

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სახეობები

გადასახადის ოდენობა ლარებში

მსუბუქი ავტომობილი

5

სატვირთო ავტომობილი ტვირთამწეობით 3 ტონამდე (ჩათვლით)

10

სატვირთო ავტომობილი ტვირთამწეობით 3-დან 10 ტონამდე (ჩათვლით)

50

სატვირთო ავტომობილი ტვირთამწეობით 10-დან 20 ტონამდე (ჩათვლით)

80

სატვირთო ავტომობილი 20 ტონაზე მეტი ტვირთამწეობით

100

ავტობუსი 12 ადგილამდე (ჩათვლით)

50

ავტობუსი 13-დან 30 ადგილამდე (ჩათვლით)

70

ავტობუსი 30-ზე მეტი ადგილით

100

 

II. „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში რიცხვები: 0,6; 0,8; 1; 1,2; 1,4 შესაბამისად შეიცვალოს ციფრებით: 0,3; 0,4; 0,5; 0,6; 0,7; ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში რიცხვები 1,4; 1,8; 1,4; 1,8; 2,4; 2,2; 0,4; 0,4; 2,4 შესაბამისად შეიცვალოს რიცხვებით: 0,7; 0,9; 0,7; 0,9; 1,2; 1,1; 0,2; 0,2; 1,2“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები:

„სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი ინსტრუქციის შესაბამისად“.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადაზღვევო თანხის სიდიდე არ შეიძლება იყოს 3750 ლარზე ნაკლები“.

4. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18

მფლობელი ვალდებულია, ხოლო დაზარალებულს ან დაზარალებულის წარმომადგენელს შეუძლიათ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას (სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას) წერილობით განუცხადონ მზღვეველს ამის შესახებ შემთხვევიდან არა უგვიანეს 30 დღე-ღამისა (დასვენებისა და უქმე დღეების ჩაუთვლელად) და 45 დღეში წარუდგინონ ცნობები მიყენებული ზიანის დროის, ადგილის, მიზეზისა და სხვა გარემოებათა შესახებ“.

III. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საკანონმდებლო მაცნე №22 (29), 16 ივნისი, 1999) მე-11 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 პუნქტები:

„2. სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერებისას ტარიფები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი მავნე აირების, ხმაურის, განათებისა და კვების სისტემის შემოწმება – 5 ლარი;

ბ) ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების ფირნიშის ღირებულება – 1 ლარი.

3. დიაგნოსტიკური შემოწმების ტარიფები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) მსუბუქი ავტომანქანა – 7 ლარი;

ბ) ავტობუსი:

25-მდე ადგილით – 10 ლარი;

25 და 25-ზე მეტი ადგილით – 13 ლარი;

გ) სატვირთო ავტომანქანა:

2 ტონამდე ტვირთამწეობის – 10 ლარი;

2 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის – 13 ლარი.“.

IV. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2001 წლის პირველი იანვრიდან.

V. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 27 სექტემბერი.

№513–Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2000.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 27.09.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №513. სარეგისტრაციო კოდი — 0000.00.00.000000.
სად არის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №513, 27.09.2000, სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17284/