საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№102
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 52(59), 31/12/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) 273-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „გარდა ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებლებზე მიწოდებისა დაიბეგროს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლებზე (მათ შორის, სხვა მომხმარებლებზე მისი შემდგომი მიწოდების მიზნით) მიწოდებისა დაიბეგროს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით“, ხოლო სიტყვების „60%-ის შესაბამისად გადახდილი დღგ-ის თანხისა“ შემდეგ დაემატოს წინადადება: „ამასთან, ამ საწარმოების მიერ მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიხედვით დღგ-ის ჩათვლა განხორციელდეს მისი ღირებულების ფაქტობრივი ანაზღაურების შემთხვევაში“.

II. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) მე-20 მუხლის:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2000 წლის 1 იანვრამდე გაცემული აქციზური მარკებით მარკირებული თამბაქოს ნაწარმის იმპორტი 2000 წლის 1 თებერვლამდე საბაჟო გადასახადით არ იბეგრება. თამბაქოს ნაწარმისათვის ნედლეული („ტრაპზონის“ ჯიშის თამბაქოს გარდა) 2002 წლის 31 დეკემბრამდე საბაჟო გადასახადით არ იბეგრება“.

2. მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურები) ბუნებრივი აირის იმპორტი 2002 წლის 1 იანვრამდე საბაჟო გადასახადით არ იბეგრება“.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 28 დეკემბერი.

№ 102–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.12.1999.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.12.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №102. სარეგისტრაციო კოდი — 0000.00.00.000000.
სად არის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.1999 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №102, 28.12.1999, სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.1999). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16720/