საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№333
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 30/05/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან სხვაგვარად აუმჯობესებს დამნაშავის მდგომარეობას”, ხოლო სიტყვების „აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას“ და „აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „ან“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „თუ ისინი მსჯავრდებულნი არ ყოფილან სხვა სახელმწიფოში“;

ბ) მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „თუკი ისინი მსჯავრდებულნი არ ყოფილან სხვა სახელმწიფოში“.

3. მე-6 მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად“.

4. მე-16 მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სხვადასხვა “

5. მე-9 თავის სათაურში სიტყვა „ან“ შეიცვალოს სიტყვით „და“.

6. 71-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე“.

7. 109-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში სიტყვა „სხვის“ შეიცვალოს სიტყვით „სხვათა“.

8. 111-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვები „ერთიდან სამ“ შეიცვალოს სიტყვებით „ერთიდან ხუთ“.

9. 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციაში სიტყვა „ხუთიდან“ შეიცვალოს სიტყვით „სამიდან“.

10. 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციაში სიტყვა „ექვსიდან“ შეიცვალოს სიტყვით „ოთხიდან“.

11. 376-ე მუხლის სანქციაში სიტყვა „სამ“ შეიცვალოს სიტყვით „ხუთ“.

12. 415-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვები „ანალოგისა და ძლიერმოქმედი ნივთიერების“ შეიცვალოს სიტყვით „ანალოგის“.

II. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, № 13-14, 8. 04. 1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 28-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილში სიტყვები „ „ბ“ და „ე“ “ შეიცვალოს სიტყვებით „და „ბ“ “;

ბ) მე-5 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს მითითება „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე ნაწილს დაემატოს შემდეგი სიტყვები „იგივე წესი გამოიყენება სისხლის სამართლის კოდექსის 36–38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“;

გ) მე-6 ნაწილში სიტყვები „ „დ“, „ვ“, „მ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში“ შეიცვალოს სიტყვებით „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილში“.

2. 41-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „ „ო“, „ჟ“ და „რ“ “ შეიცვალოს სიტყვებით „ „პ“ და „ჟ“ “.

3. 188-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს  სიტყვები       „ „გ“, „ო“ და „რ“ “.

4. 426-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები „მომკვლევმა ან გამომძიებელმა“ შეიცვალოს სიტყვებით „მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა“.

5. 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 523-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „მოსამართლემ“ შეიცვალოს სიტყვით „სასამართლომ“.

7. 659-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „წვრილმანი“ ამოღებულ იქნეს, ხოლო სიტყვა „64-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „90-91-ე“.

8. 680-ე მუხლის მე-9 და მე-11 ნაწილებში სიტყვა „ივლისამდე“ შეიცვალოს სიტყვით „ივნისამდე“.

III. „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38 (45), 1999 წელი, მუხ. 182) 74-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს სიტყვები „და მას ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არა აქვს“.

IV. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 30 მაისი.

№333–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.05.2000.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 30.05.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №333. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.05.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №333, 30.05.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17032/