სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივების რეალიზაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№848
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111209020, 12/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №848

2011 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივების რეალიზაციის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლისპირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-10 პუნქტის, „კომერციული ბანკების ლიკვიდაციის წესის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. სს„საქართველოს საფოსტო ბანკის“ კუთვნილი, ახლად აღმოჩენილი აქტივების განკარგვის მიზნით, დაინიშნოს კახაბერ ვარადაშვილი (პირადი N01014000880) და დაევალოს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივების რეალიზაციის პროცესის განხორციელება სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ დარჩენილი ვალდებულებების დაკმაყოფილების მიზნით.

2. აღნიშნული აქტი 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ა ღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი                                      ო. ნადარაია