სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივების რეალიზაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №848
2011 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივების რეალიზაციის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლისპირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-10 პუნქტის, „კომერციული ბანკების ლიკვიდაციის წესის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. სს„საქართველოს საფოსტო ბანკის“ კუთვნილი, ახლად აღმოჩენილი აქტივების განკარგვის მიზნით, დაინიშნოს კახაბერ ვარადაშვილი (პირადი N01014000880) და დაევალოს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივების რეალიზაციის პროცესის განხორციელება სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ დარჩენილი ვალდებულებების დაკმაყოფილების მიზნით.
2. აღნიშნული აქტი 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. ა ღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ო. ნადარაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივების რეალიზაციის შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივების რეალიზაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2011.
- როდის იქნა მიღებული „სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივების რეალიზაციის შესახებ“?
- „სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივების რეალიზაციის შესახებ“ მიღებულია 07.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №848.
- სად არის „სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივების რეალიზაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივების რეალიზაციის შესახებ“, №848, 07.12.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1526447/