სს „ქართული ფოლადი“-ს კრედიტორთა კრების ოქმი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
კრედიტორთა კრების ოქმი
2011 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი – ნათია გველესიანი
სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრება
კრედიტორთა კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა და უფლებამოსილების განსაზღვრა.
2. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის განსაზღვრა
სხდომა დაიწყო 15:00 სთ . სხდომა დამთავრდა 15:50 სთ.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა კრედიტორებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი რეაბილიტაციის მმართველის კანდიდატურას და მიიღეს გადაწყვეტილება:
1. სს „ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნოს:
მალხაზ ალბორაშვილი – პ/ნ 35001013803, დაბადებული 11.01.1969 წელს, უმაღლესი განათლებით, იურისტი.
2. სს „ქართული ფოლადის“ სრული წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება მიენიჭოს რეაბილიტაციის მმართველს – მალხაზ ალბორაშვილს.
მოსამართლე აცხადებს: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით რეაბილიტაციის პროცესს წარმართვს რეაბილიტაციის მმართველი, კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველს ნიშნავენ და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ რეაბილიტაციის შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. კრედიტორთა გადაწყვეტილებას განჩინებით ამტკიცებს სასამართლო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით რეაბილიტაციის პროცესში რეაბილიტაციის მმართველისა და საწარმოს დირექტორის უფლებამოსილებათა წრეს განსაზღვრავს კრედიტორთა კრება.
ვინაიდან, სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა გადაწყვეტილებით სს „ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე დაინიშნა მალხაზ ალბორაშვილი და რეაბილიტაციის მმართველს მიენიჭა სს „ქართული ფოლადის“ წარმომადგენლობის და ხელმძღვანელობის სრული უფლებამოსილება, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად უნდა დამტკიცდეს კრედიტორთა გადაწყვეტილება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით მეურვეს უფლებამოსილებას უწყვეტს მომრიგებელი საბჭო რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ კრედიტორთა გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით მეურვეს უფლებამოსილება უწყდება რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ კრედიტორთა გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 26-ე, 43-44-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრების 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სს „ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციის მმართველად მალხაზ ალბორაშვილის (პ/ნ 35001013803, დაბ. 11.01.1969წ., უმაღლესი განათლებით, იურისტი) დანიშვნისა და სრული წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.
2. სს „ქართული ფოლადის“ სრული წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება მიენიჭოს რეაბილიტაციის მმართველს – მალხაზ ალბორაშვილს.
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნული ბიუროს შეუწყდეს მეურვის უფლებამოსილება.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი