„ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №295/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-63/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016106
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111219002, 19/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-63/ნ

2011 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №295/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №295/ნ ბრძანებ ის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესსა და პირობებს (დანართი 1) (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2006 წ., №151, მუხ. 2104) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:

     „მუხლი 9. დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) იმ პირთა მონაწილეობა, რომელთაც ეს უფლება მოიპოვეს საზღვარგარეთ

1. ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის (USMLE) პირველი (step 1)  და მეორე ეტაპის (step 2 CK) ჩაბარება  გათანაბრებულია ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარებასთან.

2. პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმს, დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში.

3. სხვა ქვეყნებში მოპოვებული დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში)  მონაწილეობის უფლების გათანაბრება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებასთან შესაძლებელია პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით,  სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი         დ. ლომიძე