საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 მარტის №101 ბრძანებულების გაუქმებისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.03.2002 ძალადაკარგული 30.09.2003
გამომცემი ორგანო
ნომერი
№113
სარეგისტრაციო კოდი
040150000.05.002.002253
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , ვებგვერდი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №113

2002 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 მარტის N101 ბრძანებულების  გაუქმებისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება

1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე რიგი სახელმწიფო უწყების სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, დამტკიცდეს  „იმ თანამდებობის პირთა რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარდგენა“.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 მარტის №101 ბრძანებულება და ამ ბრძანებულებით დამტკიცებული  „იმ თანამდებობის პირთა რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო  მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარდგენა“.

3. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრით გათვალისწინებულ თანამდებობებზე თანამდებობის  პირის დანიშვნისას (არჩევისას, დამტკიცებისას) ან თანამდებობიდან გათავისუფლებისას (უფლებამოსილების ვადის გასვლისას, ვადამდე შეწყვეტისას, გადადგომისას, გადაყენებისას) იმ სახელმწიფო (ადგილობრივი თვითმმართველობის) დაწესებულების კადრების სამსახურმა, რომელშიც საჯარო სამსახურს   ახორციელებს თანამდებობის პირი, თანამდებობის პირის დანიშვნიდან (არჩევიდან, დამტკიცებიდან) ან გათავისუფლებიდან (უფლებამოსილების ვადის გასვლიდან, ვადამდე შეწყვეტიდან, გადადგომიდან, გადაყენებიდან) სამ დღეში მომხდარი საკადრო ცვლილება წერილობით აცნობოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს.

4. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრით გათვალისწინებული თანამდებობების შეცვლის ან მათი შესატყვისი საშტატო ერთეულის გაუქმების, აგრეთვე  შესაბამისი უწყების (დაწესებულების, ორგანოს, ორგანიზაციის) ცვლილებების ან დამატებების შემთხვევაში იმ სახელმწიფო (ადგილობრივი თვითმმართველობის) დაწესებულების კადრების სამსახურმა, რომელშიც შეიცვალა თანამდებობის  სახელწოდება (გაუქმდა შესატყვისი საშტატო ერთეული) ან სტრუქტურა, ცვლილებიდან სამ დღეში წერილობით აცნობოს ეს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო  მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ახალი სახელწოდების (გარდა შესატყვისი საშტატო ერთეულის გაუქმების შემთხვევისა) მითითებით.

5. ბრძანებულება ამოქმედდეს 2002 წლის 1 აპრილიდან.

ე. შევარდნაძე

იმ თანამდებობის პირთა რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარდგენა

I. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები

მუხლი 1. საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 2. საქართველოს პარლამენტის წევრი.

მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.

მუხლი 4. საქართველოს მინისტრი.

II. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები

მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე - სახელმწიფო კანცელარიის  უფროსი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.

მუხლი 6. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სისტემაში:

1) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე;

2) სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე;

3) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საპარლამენტო მდივნის მოადგილე;

4) საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი - მიმართულების ხელმძღვანელი;

5) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი;

6) სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი, უფროსის მოადგილე;

7) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

8) საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატის სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის - სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი, ინსპექციის უფროსის მოადგილე, ინსპექტორი, საქართველოს პრეზიდენტის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის უფროსი,  უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი;

9) სამსახურის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე -  მთავარი ბუღალტერი;

10) ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის უფროსი;

11) მთავარი კონსულტანტი;

12) განყოფილების უფროსი;

13) არქივის უფროსი;

14) საინვესტიციო და ეკონომიკური საკონსულტაციო საბჭოების სამდივნოს უფროსი.

მუხლი 7. საქართველოს სამინისტროების სისტემაში:

1. განათლების სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე;

გ) აღმასრულებელი სამდივნოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

დ) სამმართველოს უფროსი;

ე) ბიუროს უფროსი;

ვ) განყოფილების უფროსი.

2. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე;

გ) მთავარი სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

დ) ინსპექციის უფროსი;

ე) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ვ) სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ზ) ცენტრის უფროსი;

თ) ცენტრალური ბუღალტერიის მთავარი ბუღალტერი;

ი) განყოფილების უფროსი;

კ) აპარატის უფროსი.

 

3.ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის  მოადგილე;

ბ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე;

გ) მინისტრის მრჩეველი;

დ) დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის პირველი მოადგილე, დირექტორის მოადგილე;

ე) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ვ) მთავარი ბუღალტერი;

ზ) მინისტრის აპარატის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე;

თ) სამდივნოს უფროსი;

ი) მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ელექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის გენერალური დირექტორი;

კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე;

ლ) მსოფლიო ბანკის საინსტიტუციო მშენებლობის პროექტის განხორციელების რგოლის დირექტორი;

მ) საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი.

4. თავდაცვის სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის მოადგილე;

ბ) შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე;

გ) ოპერატიული მიმართულება კოდორის ხეობის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, მოადგილე, შტაბის უფროსი;

დ) სამხედრო-საჰაერო, სამხედრო-საზღვაო, სახმელეთო ჯარების უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, შტაბის უფროსი;

ე) ბრიგადის მეთაური;

ვ) ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ეროვნული გვარდიის სარდალი, სარდლის პირველი მოადგილე, შტაბის უფროსი;

ზ) დეპარტამენტის თავმჯდომარე (უფროსი), თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე, შტაბის უფროსი;

თ) საარტილერიო პოლკის მეთაური;

ი) სწრაფი რეაგირების ძალების უფროსი;

კ) მინისტრის აპარატის უფროსი, აპარატის უფროსის მოადგილე, კანცელარიის უფროსი;

ლ) მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე;

მ) მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა   ჯგუფის უფროსი;

ნ) პროტოკოლის უფროსი;

ო) თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი, შტაბის უფროსი, პირველი პრორექტორი;

პ) სამინისტროს სასწავლო ცენტრის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, მოადგილე;

ჟ) ლოგისტიკის მართვის ცენტრის უფროსი, უფროსის მოადგილე, შტაბის უფროსი;

რ) სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტის უფროსი;

ს) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქ. ბათუმის გაერთიანებული სამხედრო კომისარი;

ტ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისარი;

უ) ქუთაისის, რუსთავის პირველი თანრიგის სამხარეო და ქალაქის გაერთიანებული სამხედრო კომისარი;

ფ) გორის, ზუგდიდის, მცხეთის, ახალციხის,  ოზურგეთის, თელავის მეორე თანრიგის გაერთიანებული სამხარეო და რაიონის გაერთიანებული სამხედრო კომისარი;

ქ) ქ. თბილისის რაიონის სამხედრო კომისარი.

5. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) მინისტრის აპარატის უფროსი;

გ) გენერალური ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე;

დ) დეპარტამენტის უფროსი,უფროსის მოადგილე;

ე) სამსახურის უფროსი;

ვ) სამმართველოს უფროსი;

ზ) მთავარი ბუღალტერი;

თ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;

ი)  სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი;

კ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე;

ლ) ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის უფროსი;

მ) იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი;

ნ) საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს რედაქციის ხელმძღვანელი.

6. კულტურის სამინისტროს სისტემაში:

ა)  მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოადგილე;

გ) განყოფილების უფროსი;

დ) სამდივნოს უფროსი.

7. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოადგილე;

გ) მინისტრის აპარატის უფროსი, უფროსის მოადგილე;

დ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ე) სამსახურის უფროსი;

ვ) კანცელარიის უფროსი;

ზ) განყოფილების უფროსი;

თ) მთავარი რეგიონალური სამმართველოს უფროსი;

ი) რეგიონალური სამმართველოს უფროსი.

8. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) მინისტრის აპარატის უფროსი, უფროსის მოადგილე;

გ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე;

დ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ე) მინისტრის სამდივნოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ვ) საქმეთა მმართველი, საქმეთა მმართველის მოადგილე;

ზ) მთავარი ბუღალტერი, მთავარი ბუღალტრის მოადგილე;

თ) საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;

ი) საბაჟო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

კ) საბაჟო დეპარტამენტის ლაბორატორიის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ლ) საბაჟო დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის უფროსი, უფროსის მოადგილე;

მ) საბაჟო დეპარტამენტის სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ნ) საბაჟო დეპარტამენტის აპარატის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ო) საბაჟო დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი, მთავარი ბუღალტრის მოადგილე;

პ) საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში (თურქეთში) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წარმომადგენელი საბაჟოს საკითხებში, წარმომადგენლის თანაშემწე;

ჟ) საბაჟო დეპარტამენტის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საბაჟო სამმართველოების უფროსები, უფროსის მოადგილე;

რ) საბაჟო დეპარტამენტის თბილისის რეგიონალური საბაჟოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ს) საბაჟო დეპარტამენტის საბაჟოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ტ) საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;

უ) საგადასახადო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ფ) საგადასახადო დეპარტამენტის აპარატის უფროსი, კანცელარიის უფროსი, მთავარი ბუღალტერი;

ქ) საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის ა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საგადასახადო ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ღ) საგადასახადო დეპარტამენტის საოლქო, ზონალური, რაიონული საგადასახადო ინსპექციის უფროსი;

ყ) საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე;

შ) საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე, მთავარი ბუღალტერი, საქმეთა მმართველობის უფროსი;

ჩ) გენერალური ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ც) გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე, მთავარი ბუღალტერი;

ძ) საგანგებო ლეგიონის უფროსი, უფროსის მოადგილე;

წ) საგანგებო ლეგიონის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი, აპარატის უფროსი, კანცელარიის უფროსი;

ჭ) აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ხ) აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე, მთავარი ბუღალტერი, საქმეთა მმართველობის უფროსი;

ჯ) აქციზური მარკების სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ჰ) აქციზური მარკების სამსახურის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე, მთავარი ბუღალტერი.

9. საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საგანგებო დავალებათა ელჩი;

გ) დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოადგილე;

დ) სამმართველოს უფროსი (მთავარი ბუღალტერი);

ე) მინისტრის სამდივნო დეპარტამენტის დირექტორი, მინისტრის თანაშემწე სპეციალურ საკითხებში;

ვ) სამინისტროს გენერალური მდივანი, გენერალური მდივნის მოადგილე;

ზ) პრესცენტრის უფროსი;

თ) ცენტრის ხელმძღვანელი;

ი) საინვესტიციო ცენტრის დირექტორი;

კ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნის ბიუროს დირექტორი;

ლ) სატრანსპორტო სამმართველო „დიპტრანსის“ დირექტორი;

მ) საპროტოკოლო მომსახურების ბიუროს უფროსი;

ნ) ადმინისტრაციული შენობების მომსახურების სააგენტო „მთაწმინდას“ ხელმძღვანელი.

10. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის  პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის დირექტორი;

გ) სამმართველოს უფროსი;

დ) განყოფილების უფროსი;

ე) კანცელარიის უფროსი;

ვ) მთავარი ბუღალტერი;

ზ) „ენერგოგენერაციის“ თავმჯდომარე;

თ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის დირექტორი.

11. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

გ) ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი, უფროსის მოადგილე;

დ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ე) სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ვ) ბიუროს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ზ) ცენტრის უფროსი, უფროსის მოადგილე;

თ) განყოფილების უფროსი;

ი) იზოლატორის უფროსი;

კ) აკადემიის რექტორი, აკადემიის პრორექტორი;

ლ) სამხედრო-სამედიცინო ნაწილის უფროსი;

მ) ქ. თბილისის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ნ) რეგიონალური სამმართველოს უფროსი;

ო) რაიონული (საქალაქო) სამმართველოს უფროსი.

12. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე;

გ) მინისტრის მრჩეველი;

დ) აპარატის უფროსი;

ე) მთავარი ბუღალტერი, მთავარი ბუღალტრის მოადგილე;

ვ) სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ზ) გენერალური ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე;

თ) ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე.

13. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე;

გ) სამინისტროს აპარატის უფროსი, უფროსის მოადგილე;

დ) სამსახურის უფროსი;

ე) სამმართველოს უფროსი;

ვ) განყოფილების უფროსი;

ზ) სექტორის უფროსი;

თ) სამინისტროს აპარატის კანცელარიის უფროსი;

ი) ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

14. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემაში:

ა)  მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) ადმინისტრაციის თავმჯდომარე;

გ) დეპარტამენტის  თავმჯდომარე (უფროსი), თავმჯდომარის (უფროსის) მოადგილე;

დ) სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ე) მინისტრის აპარატის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ვ) სამმართველოს უფროსი;

ზ) განყოფილების უფროსი;

თ) კანცელარიის უფროსი, მთავარი ბუღალტერი;

ი) საქმეთა მმართველი;

კ) ინსპექციის უფროსი;

ლ) პრესსამსახურის უფროსი;

მ) ფოთის საზღვაო ნავსადგურის უფროსი;

ნ) ტრასეკას ქვეყნების მთავრობათაშორის კომიტეტის ეროვნული მდივნის აპარატის უფროსი;

ო) ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი;

პ) საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის

თავმჯდომარე.

15. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;

გ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

დ) საქმეთა მმართველი, საქმეთა მმართველის მოადგილე;

ე) რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორი;

ვ) „ცენტრი საქსოფლპროექტის“ დირექტორი;

ზ) „ცენტრი საქკომუნპროექტის“ დირექტორი;

თ) „საქმშენორგმექტესის“ დირექტორი:

ი) „საქბინპროექტის“ დირექტორი;

კ) „თბილსახავტოგაზპროექტის“ დირექტორი;

ლ) „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ დირექტორი;

მ) „თბილარქთეორიის“ დირექტორი;

ნ) „თბილწყალგეოს“ დირექტორი;

ო) „საქნაპირდაცვის“ დირექტორი;

პ) „მშენებელის“ დირექტორი.

16. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის პირველი მოადგილე, დირექტორის მოადგილე;

გ) სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე;

დ) სამმართველოს უფროსი;

ე) განყოფილების უფროსი;

ვ) მინისტრის აპარატის უფროსი;

ზ) სამინისტროს კანცელარიის უფროსი;

თ) მინისტრის კანცელარიის უფროსი;

ი) ლაბორატორიის უფროსი;

კ) მთავარი ბუღალტერი.

17. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;

გ) მთავარი სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

დ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ე) სამინისტროს შტაბის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე, პრესცენტრის უფროსი;

ვ) გენერალური ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ზ) პოლიციის სპეცდანიშნულების სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

თ) შინაგანი ჯარების სარდალი, სარდლის მოადგილე, შტაბის უფროსი;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულუფლებიანი წარმომადგენელი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ჩადენილი ორგანიზებულ და სხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის საკოორდინაციო ბიუროში;

კ) ეროვნული ცენტრალური ბიუროს (ეროვნული ბიუროს) უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე;

ლ) სამინისტროს საქმეთა მმართველობის უფროსი, უფროსის მოადგილე;

მ) მინისტრის ოპერატიული სამორიგეო სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ნ) სამინისტროს აკადემიის რექტორი, აკადემიის პრორექტორი;

ო) სამინისტროს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბის „დინამოს“ თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

პ) დაცვის პოლიციის ლეგიონის მეთაური, მეთაურის მოადგილე;

ჟ) პოლიკლინიკის (ჰოსპიტალის) უფროსი, უფროსის მოადგილე;

რ) სამხარეო, ქ.თბილისის  მთავარი სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ს) ქ.თბილისის კრიმინალური, ადმინისტრაციული პოლიციის, საგამოძიებო, სისხლის სამართლის სამძებრო, ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი, კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის, მეტროპოლიტენის დაცვის, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის, საექსპორტო-კრიმინალისტიკური, კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ტ) ქ. თბილისის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

უ) რაიონის, ქალაქის სამმართველოს (განყოფილების) უფროსი.

18. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) მინისტრის აპარატის უფროსი, უფროსის მოადგილე;

გ) დეპარტამენტის  უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე:

დ) გენერალური ინსპექციის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე;

ე) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ვ) განყოფილების უფროსი;

ზ) რეგიონალური დეპარტამენტის (სამმართველოს) უფროსი;

თ) საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელი;

ი) საქართველოს  დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელი;

კ) დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი;

ლ) საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ხელმძღვანელი;

მ) ფარმაკოპეის კომიტეტის ხელმძღვანელი;

ნ) აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი;

ო) ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი;

პ) შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი;

ჟ) სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი;

რ) ფარმაკოლოგიის კომიტეტის ხელმძღვანელი;

ს) მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის ხელმძღვანელი;

ტ) ადამიანის განვითარების პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი;

უ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელი;

ფ) საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ხელმძღვანელი;

ქ) დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი.

მუხლი 8. საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატის სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) მინისტრის სამდივნოს უფროსი;

გ) განყოფილების უფროსი;

დ) მთავარი ბუღალტერი;

მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტების სისტემაში:

სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე.

მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო ინსპექციების სისტემაში:

სახელმწიფო ინსპექციის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე.

მუხლი 11. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი.

მუხლი 12. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

III. საქართველოს სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირები

მუხლი 13. საკონსტიტუციო სასამართლოების სისტემაში:

1) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი;

2) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.

მუხლი 14. საერთო სასამართლოების სისტემაში:

1) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;

2) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე და უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე;

3) თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე;

4) რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე;

5) საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე;

6) ქ.თბილისის რაიონების რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე.

მუხლი 15. საქართველოს პროკურატურის სისტემაში:

1) საქართველოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე;

2) გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

3) გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, უფროსის მოადგილე;

4) გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე;

5) სამსახურის უფროსი;

6) სასწავლო ცენტრის უფროსი;

7) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორი, პროკურორის მოადგილე;

8) ქ.თბილისის პროკურორი, პროკურორის მოადგილე;

9) საოლქო, რაიონული, საქალაქო პროკურორი, პროკურორის მოადგილე;

10) საქართველოს ტრანსპორტის პროკურორი, პროკურორის მოადგილე;

11) რეგიონული ტრანსპორტის პროკურორი, პროკურორის მოადგილე;

12) საქართველოს მთავარი სამხედრო  პროკურორი, პროკურორის მოადგილე;

13) რეგიონული სამხედრო პროკურორი, პროკურორის მოადგილე;

14) სასჯელთა აღსრულებისას კანონების დაცვის ზედამხედველობის პროკურორი, პროკურორის მოადგილე.

IV. საქართველოს სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირები

მუხლი 16. საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოები:

1) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი;

2) საქართველოს  პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს წევრი;

3) საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი;

4) საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს წევრი;

5) ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

მუხლი 17. საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში:

1) საქართველოს  კონტროლის პალატის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;

2) კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრი;

3) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე;

4) აპარატის უფროსი, უფროსის მოადგილე;

5) სამმართველოს უფროსი;

6) მთავარი კონტროლიორი;

7) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე.

მუხლი 18. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი.

მუხლი 19. საქართველოს სახალხო დამცველი.

მუხლი 20. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი.

მუხლი 21. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და წევრი.

V. საჯარო სამართლის იურიდიული პირები

საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი:

1. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

2. ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია;

3. საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საქართველოს ცენტრი;

4. სახელმწიფო სამსახურის მართვისა და მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი;

5. საქართველოს ბავშვთა ფედერაცია;

6. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური;

7. თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრი;

8. ეკონომიკური რეფორმის საინფორმაციო ცენტრი;

9. შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევის სახელმწიფო სააგენტო;

10. საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭო;

11. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“:

12. სავალდებულო დაზღვევის ფონდი;

13. საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდი;

14. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი;

15. პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრი;

16. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;

17. მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი;

18. საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრი;

19. საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო;

20. საერთაშორისო თანამშრომლობის ენერგეტიკული ცენტრი.

VI. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის თანამდებობის პირები

მუხლი 22. რაიონის (ქ.ზუგდიდის) საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი.

მუხლი 23. რაიონის (ქ.ზუგდიდის) გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე.

მუხლი 24. ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი.

მუხლი 25. ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) მერი, მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი).

მუხლი 26. ქ.თბილისის პრემიერი, პრემიერის მოადგილე.

მუხლი 27. ქ.თბილისის რაიონის გამგებელი, გამგებლის მოადგილე.

მუხლი 28. ქალაქის რაიონის გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე.

მუხლი 29. გუდაუთაში, ტყვარჩელში, აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს რწმუნებული, რწმუნებულის პირველი მოადგილე.

მუხლი 30. ქ.გაგრის მერი, მერის პირველი მოადგილე.

VII. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და მოხელეები

მუხლი 31. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.

მუხლი 32. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

მუხლი 33. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

მუხლი 34. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე.

მუხლი 35. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე.

VIII. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და მოხელეები

მუხლი 36. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური.

მუხლი 37. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.

მუხლი 38. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

მუხლი 39. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

მუხლი 40. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე.