სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო ბრძანება - სს ”საქაგრობიომრეწვი”-ს (ს/კ 226517445) კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-3/1223
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111221003, 21/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  საწარმოთა მართვის სააგენტოს

თვამჯდომარის ბრძანება №1-3/1223

2011 წლის 20 დეკემბერი

სს „საქაგრობიომრეწვი ს“ (ს/კ 226517445) კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ

„მეწარმეთა შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1563 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს” დებულების, „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 20 დეკემბრის №05/30139 წერილის, სს „საქაგრობიომრეწვის“ 2011 წლის 20 დეკემბრის №25 წერილის და შპს „დამოუკიდებელ შემფასებელთა და აუდიტორთა კომპანია „აუდიტესკორტის“ 2011 წლის 20 დეკემბრის №11/12-2002 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, ამოღებულ იქნეს სს „საქაგრობიომრეწვის“ კაპიტალიდან საზოგადოებაში არსებული სახელმწიფო წილის (93,991882%, რაც შეადგენს 2 593 612 (ორი მილიონ ხუთას ოთხმოცდაცამეტი ათას ექვსას თორმეტი) ცალ აქციას) შესაბამისი ქონება, რაც შპს „დამოუკიდებელ შემფასებელთა და აუდიტორთა კომპანია აუდიტესკორტის“ 2011 წლის 20 დეკემბრის №11/12-2002 აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 10 374 448 (ათი მილიონ სამას სამოცდა თოთხმეტი ათას ოთხას ორმოცდარვა) ლარს, კერძოდ:

ა) ქ. თბილისში, სოფელ ტაბახმელაში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 81.02.03.478) არსებული 69403კვ.მ მიწის ნაკვეთი ღირებულებით 1 179 851 (ერთი მილიონ ასსამოცდაცხრამეტი ათას რვაასორმოცდათერთმეტი) ლარი, მასზე განთავსებული 23 ერთეული შენობა-ნაგებობა ღირებულებით – 4 222 860 (ოთხი მილიონ ორასოცდაორი ათას რვაას სამოცი) ლარი და შესაბამისი შემოღობვა ღირებულებით 8 007 (რვა ათას შვიდი) ლარი. სულ უძრავი ქონება ღირებულებით 5 410 718 (ხუთი მილიონ ოთხას ათი ათას შვიდას თვრამეტი) ლარი;

ბ) ქ. თბილისში, სოფელ ტაბახმელაში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 81.02.03.870) არსებული 85 155კვ.მ მიწის ნაკვეთი ღირებულებით 1 447 635 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაშვიდი ათას ექვსას ოცდათხუთმეტი) ლარი, მასზე განთავსებული 23 ერთეული შენობა-ნაგებობა ღირებულებით 3 507 095 (სამი მილიონ ხუთას შვიდი ათას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი და შესაბამისი შემოღობვა ღირებულებით 9 000 (ცხრა ათასი) ლარი. სულ უძრავი ქონება ღირებულებით 4 963 730 (ოთხი მილიონ ცხრაას სამოცდასამი ათას შვიდასოცდაათი) ლარი.

2. გაუქმდეს სს „საქაგრობიომრეწვში” არსებული სახელმწიფო წილის (93,991882%) შესაბამის ი რაოდენობის (2 593 612 (ორი მილიონ ხუთას ოთხმოცდაცამეტი ათას ექვსას თორმეტი) ცალი) ფასიანი ქაღალდი.

3. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, სს „საქაგრობიომრეწვი ს“ კაპიტალი, შპს „დამოუკიდებელ შემფასებელთა და აუდიტორთა კომპანია აუდიტესკორტის“ 2011 წლის 20 დეკემბრის №11/12-2002 აუდიტორული დასკვნის თანახმად, შეიცვალოს და ნაცვლად 11 037 600 (თერთმეტი მილიონ ოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი) ლარისა, განისაზღვროს 663 152 (ექვსას სამოცდასამი ათას ას ორმოცდათორმეტი) ლარის ოდენობით, რომელიც შედგება 165 788 (ას სამოცდახუთი ათას შვიდას ოთხმოცდარვა) ცალი აქციისაგან, ერთი ცალი აქციის ნომინალური ღირებულება შეადგენს 4 (ოთხი) ლარს.

4. დაევალოს საზოგადოების დირექტორს (ვ. ნებიერიძე):

ა) უზრუნველყოს აღნიშნული ცვლილების დარეგისტრირება ფასიანი ქაღალდების რეესტრში ერთი კვირის ვადაში და შესაბამისი დოკუმენტაციის სააგენტოში წარმოდგენა;

ბ) საზოგადოების ფინანსურ დოკუმენტაციაში შესაბამისი ცვლილების შეტანა;

გ) აღნიშნული ცვლილების თაობაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აცნობოს საზოგადოების აქციონერებს;

დ) კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს აღნიშნული ცვლილების შესაბამის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნება.

5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს დარგობრივი ეკონომიკის სამმართველოს.

სააგენტოს თავმჯდომარე ა. ხოჭევანიშვილი