„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (გაზეთი „აჭარა“, №251, 22.12.2004) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და ნორმატიული აქტით დადგენილ ფარგლებში.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81.
ნორმატიული აქტი (პროექტი) უნდა მომზადდეს, გამოიცეს და გამოქვეყნდეს ქართულ ენაზე. ნორმატიული აქტი შეიძლება გამოქვეყნდეს არასახელმწიფო ენაზეც, მაგრამ ასეთ ტექსტს არა აქვს ოფიციალური ძალა.“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:
„მუხლი17 1
ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ ნორმატიული აქტის შედგენა, გაგზავნა ან გადაცემა ხორციელდება მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.“.
4. მე-19 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი ფინანსური ვალდებულებები;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ.გ) კანონპროექტის ავტორი;
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი.“.
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–14 ქვეპუნქტები:
„11. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს:
ა) კანონპროექტი სხვა საკანონმდებლო აქტში იმ ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ, რომლებსაც გამოიწვევს კანონპროექტის მიღება;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დასკვნა იმ ნორმატიული აქტების პროექტებზე, რომელიც შეეხება საფინანსო ან/და ეკონომიკურ საკითხებს;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა იმ დაწესებულების დასკვნა, რომელთა მმართველობის სფეროსაც განეკუთვნება ნორმატიული აქტის პროექტით მოსაწესრიგებელი საკითხები.
12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს ამონაწერი კომისიის სხდომის ოქმიდან, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს მთავრობის სხდომის ოქმის ამონაწერი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
14. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს:
ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი;
ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა);
გ) კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ორგანოს დასკვნა წარდგენილი პროექტის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესახებ.“.
5. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;“.
6. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში და რეგლამენტით დადგენილი წესით უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი კანონპროექტი შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული ან/და გამარტივებული წესით.“.
7. 26-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ნორმატიულ აქტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შედის ეს ცვლილებები ან/და დამატებები. კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, `საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი, ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
4. ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღების ან დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტი შესაძლებელია შეიცავდეს შესაბამისი პუნქტის (ნაწილის), ქვეპუნქტის, დანართის (დანართის ნაწილის) სრულ რედაქციას სათანადო ცვლილების ან დამატების გათვალისწინებით ან მითითებას სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღების ან დამატების თაობაზე.“.
8. 27-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სხვა ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღად ჩაითვლება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მისი ხელმოწერის დღე.“.
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37
ამ კანონში მითითებული ვადების ათვლისას, გარდა ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისათვის დადგენილი ვადისა, არ ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.“.
10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 412 მუხლი:
„მუხლი 412. მონაცემები 2011 წლის 1 იანვრამდე გამოქვეყნებული ნორმატიული აქტის შესახებ
2011 წლის 1 იანვრამდე გამოქვეყნებულ ნორმატიულ აქტში ცვლილების ან/და დამატების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება. კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც აღნიშნული ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული, აქტის გამოქვეყნების თარიღი.“.
მუხლი 2.
2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ივლისამდე პერიოდში ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა ნორმატიული აქტის შედგენა, გაგზავნა ან გადაცემა განახორციელონ თავიანთი შეხედულებისამებრ, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ან მათ გარეშე, ხოლო 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ ნორმატიული აქტის შედგენა, გაგზავნა ან გადაცემა განხორციელდეს მხოლოდ მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, რომლის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
ქობულეთი,
2011 წლის 15 დეკემბერი
№150 – უ.ს.შ.ს.

„მუხლი17
1

2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანომ (თანამდებობის პირმა) ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა, ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა), გაგზავნა ან გადაცემა განახორციელოს თავისი შეხედულებისამებრ, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ან მათი გამოყენების გარეშე, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა, ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა), გაგზავნა ან გადაცემა განხორციელდეს მხოლოდ მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, რომლის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 3 ივლისის კანონი №169 - ვებგვერდი, 12.07.2012წ.
მუხლი 3.🔗
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 3 ივლისის კანონი №169 - ვებგვერდი, 12.07.2012წ.
ქობულეთი,2011 წლის 15 დეკემბერი
№150
–
უ.ს.შ.ს.