1. სერტიფიცირება მოიცავს საექიმო პერსონალის პროფესიული ცოდნის დონისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებას.
2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მისაღებად ყველა იმ საექიმო სპეციალობაში, რომელიც სამინისტროს მიერ შეტანილია ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ საექიმო სპეციალობებში, აუცილებელია სერტიფიცირება, გარდა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკებრის კანონი №4122 - სსმI,№76,29.12.2010წ., მუხ.5
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.06.2001).
წინა რედაქცია (28.06.2001 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. სერტიფიცირება 1. სერტიფიცირება მოიცავს: ა) საექიმო პერსონალის პროფესიული ცოდნის დონისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებას; ბ) საექიმო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის სახელმწიფო სერტიფიკატით გათვალისწინებულ პროფესიულ საქმიანობასთან შესაბამისობის განსაზღვრას. 2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მისაღებად ყველა იმ საექიმო სპეციალობაში, რომელიც სამინისტროს მიერ შეტანილია ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ საექიმო სპეციალობებში, აუცილებელია სერტიფიცირება, გარდა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა. საქართველოს 2010 წლის 17 დეკებრის კანონი №4122 - სსმI,№76,29.12.2010წ., მუხ.5
…ერთი თვის ვადით სპეციალობაში,,შინაგანი მედიცინა“. 6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 39-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 46-ე პირველ პუნქტზე, „პაციენტთა უფლებების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლზე, მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოება მედიცინის მუშაკის მტკიცების ტვირთს ამსუბუქებს. ამ თუ იმ სავალდებულო…
საქმე №ას-655-1305-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2003
…დირექტორის შ. ჩ-ის ზემოაღნიშნული ბრძანება და ე. ნ-ე და ც. ბ-ა გაათავისუფლა უმცროსი ექიმის თანამდებობიდან იმავე წლის 16 იანვრიდან შტატების არარსებობის გამო. მათი სამუშაოდან გათავისუფლების იურიდიულ საფუძვლად მითითებულია შკკ-ს მე-18 და 34-ე მუხლები. “საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-14, მე-17 და 98-ე მუხლები. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს…