1. სახელმწიფო სერტიფიკატი:
ა) არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა;
ბ) განსაზღვრავს საექიმო სპეციალობას.
2. სახელმწიფო სერტიფიკატი სავალდებულოა მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის.
3. სახელმწიფო სერტიფიკატის ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. აკრძალულია ამავე აქტით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის უფლებების შეზღუდვა, ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა სხვა ინფორმაციის ან ხარჯების გაწევის მოთხოვნა.
4. სახელმწიფო სერტიფიკატი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელსაც აქვს სერია, ნომერი და დაცვის სხვა ნიშნები.
5. სახელმწიფო სერტიფიკატის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.
6. სახელმწიფო სერტიფიკატი უქმდება მისი გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძვლად ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენის შემთხვევაში.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
. 162
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ
.
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.06.2001).
წინა რედაქცია (28.06.2001 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. სახელმწიფო სერტიფიკატი 1. სახელმწიფო სერტიფიკატი: ა) არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა; ბ) განსაზღვრავს დამოუკიდებელი საექიმო საქმპეციანლობის ფარგლებსა და ვადას. 2. სახელმწიფო სერტიფიკატი სავალდებულოა მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის. 3. სახელმწიფო სერტიფიკატის ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. აკრძალულია ამავე აქტით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის უფლებების შეზღუდვა, ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა სხვა ინფორმაციის ან ხარჯების გაწევის მოთხოვნა. 4. სახელმწიფო სერტიფიკატი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელსაც აქვს სერია, ნომერი და დაცვის სხვა ნიშნები. 5. სახელმწიფო სერტიფიკატის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია. 6. სახელმწიფო სერტიფიკატი ვადაზე ადრე უქმდება მისი გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძვლად ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენის შემთხვევაში. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ .