1. საბჭოს უფლება აქვს უარი უთხრას სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე, თუ:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი ითხოვს სახელმწიფო სერტიფიკატს იმ საქმიანობისათვის, რომლის უფლებაც მას ჩამოერთვა;
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს შეჩერებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი.
2. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საბჭო ვალდებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს წერილობით აცნობოს ამ გადაწყვეტილების საფუძველი.
3. აკრძალულია სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტთა რაოდენობის შეზღუდვის მოტივით.
4. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ .
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.06.2001).
წინა რედაქცია (28.06.2001 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. უარი სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე 1. საბჭოს უფლება აქვს უარი უთხრას სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე, თუ: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი ითხოვს სახელმწიფო სერტიფიკატს იმ საქმიანობისათვის, რომლის უფლებაც მას უკვე ჩამოაერთვა სასამართლომ; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს შეჩერებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი. 2. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საბჭო ვალდებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს წერილობით აცნობოს ამ გადაწყვეტილების საფუძველი. 3. აკრძალულია სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტთა რაოდენობის შეზღუდვის მოტივით. 4. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ .
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ბს-539(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2023
…ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა მიუთითა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-11, მე-14, მე-15, 22.5, 23.20 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე დაწესებულების მიერ გაცემული საბუთების შესწავლისას შეუძლებელია დადასტურდეს გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების მოცემულობა,…