გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2018
საქმის ნომერი
330210016001598621
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/34575-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ქეთევან კუჭავა

სხდომის მდივანი: თამარ პოღოსოვი

მოსარჩელე: ლ------------–---–ი

წარმომადგენელი: ნო------–--–--ე

მოპასუხე: სსიპ ს-----------------–---ის კ-----------–---ა და გ------------–------------ის ცენტრი

წარმომადგენლები: გი-----------------–---–ი, ალ-----------–----–--ე

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------ოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ს--–------- ს------–----------------- ცენტრის დირექტორის 2016 წლის 5 სექტემბრის N-------- ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე;

 

1.2. ლ------------–---–ი აღდგენილ იქნეს სს------------------ს ს--–------- ს------–----------------- ცენტრში ექიმის თანამდებობაზე;

 

1.3. სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------ოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ს--–------- ს------–----------------- ცენტრს ლ------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 537 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები

 

ლ------------–---–ი 2005 წლიდან მუშაობდა კა---ს ს--–------- დახმარების სამსახურში ექიმის თანამდებობაზე. მოსარჩელის საშუალო თვიური ხელფასი შეადგენდა 537 ლარს. 2006 წლის ზაფხულის პერიოდში მან ჩააბარა სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდა ,,შინაგანი სნეულები“-ს მიმართულებით, 2006 წლის 29 ნოემბერს კი კანონის სრული დაცვით მიიღო საექიმო სერთიფიკატი N-------

 

2016 წლის ივლისის თვეში, მოსარჩელე გამოძახებული იქნა პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის სერთიფიცირების სამმართველოს უროსის ხა-----------–---------–---–ის მიერ, სადაც ახსნა-განმარტებისა და ოქმის შედგენის გარეშე ჩამოართვეს საექიმო სერთიფიკატი.

 

მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 5 სექტემბერს სსიპ ს--–------- ს------–----------------- ცენტრის დირექტორის მიერ მიღებული იქნა ბრძანება N--------, რომლითაც ლ------------–---–ი უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საექიმო სერთიფიკატი გაცემულია სამინისტროს მიერ განსაზღვრულ სტანდარტულ ბლანკზე, სადაც იკითხება უფლებამოსილ პირთა ხელმოწერები და დასმულია შესაბამისი ბეჭედი. მათი ნამდვილობა უარყოფილი არ არის საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული სათანადო საექსპერტო კვლევების შედეგად. უფრო მეტიც, დღემდე არა თუ სიყალბის ფაქტია დადგენილი, არამედ გამოძიებაც არ არის დაწყებული. ამასთან, სერთიფიკატის გაცემისას არ ყოფილა დარღვეული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 აგვისტოს N----- ბრძანების მოთხოვნები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს უსაფუძვლობის გამო.

 

ლ------------–---–ს 2016 წლის 28 ივლისს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება შესაძლო გათავისუფლების შესახებ, ხოლო 2016 წლის 5 სექტემბერს N-------- ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

 

2016 წლის 13 ივნისის N------- და 12 ივლისის N-------- სა---------–----–--------------------–-------------–---–---------–---------------ოს სს----------–-----------------------–-–-------------–-–--------------ოს წერილებით დადგინდა, რომ მოსარჩელის სერტიფიკატი არ იყო გაცემული სააგენტოს მიერ და სახელმწიფო სასერტიფიკატო რეესტრში არ ფიქსირდებოდა.

 

მოპასუხის მითითებით, სახელმწიფო სერტიფიკატი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი და მისი მინიჭების მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა არაკომპენენტური სამედიცინო პერსონალის საქმიანობისაგან, ს--–--------ს------–----------------- ცენტრმა კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სერტიფიკატის მინიჭებისას სახელმწიფო იძლევა გარანტიას, რომ მის მფლობელ სპეციალისტს უნარი აქვს აწარმოოს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობა ქვეყანაში არსებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ და ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ექიმი სპეციალისტი წარმოადგენს პირს, რომელმაც გაიარა რეზიდენტის კურსი ერთ -ერთ საექიმო სპეციალობაში და მიიღო ამ დარგში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი. სერტიფიცირება, თავის მხრივ, გულისხმობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების პროცესს, რომლის მიზანია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უნარის შეფასება.

 

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს, რომელმაც ამ კანონით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. სერტიფიცირება სავალდებულოა დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2005 წლიდან ლ------------–---–ი დასაქმებული იყო კა---ს რაიონის ს--–------- ს------–----------------- ცენტრში და ასრულებდა ბრიგადის ექიმზე დაკისრებულ სამუშაოს.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის #--- დადგენილებით დაფუძნდა სსიპ ს--–------- ს------–----------------- ცენტრი, ხოლო მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის #--- დადგენილებით განხორციელდა ცენტრის რეორგანიზაცია და გარდაიქმნა სსიპ ს-----------------–---ის კ-----------–---ა და გ------------–------------ის ცენტრად. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სსიპ ს--–------- ს------–----------------- ცენტრის უფლებამონაცვლეს ყველა სახის ურთიერთობაში.

 

მოსარჩელესა და სსიპ ს--–------- ს------–----------------- ცენტრს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, ლ------------–---–ი 2014 წლიდან ასრულებდა კა---ს რაიონის სამედიცინო ბრიგადის ექიმზე დაკისრებულ სამუშაოს.

 

მოსარჩელის შრომის ანაზღაურება, ხელფასი შეადგენდა საშუალოდ 537 ლარს.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 01.01.2016 წლის N------ ხელშეკრულება (ს.ფ.29-31);

- 01.02.2014წ. ხელშეკრულება (ს.ფ.89-91);

- საქართველოს მთავრობის დადგენილებები (ს.ფ.80, 81-82)

 

3.1.2. სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------ოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ს--–------- ს------–----------------- ცენტრის 2016 წლის 28 ივლისის N------- მომართვით ლ------------–---–ის ეცნობა, რომ ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ე“ პუნქტის თანახმად მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, შესაბამისად იგი გათავისუფლდებოდა სამსახურიდან.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2016 წლის 28 ივლისის N------- მიმართვა (ს.ფ.24).

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.3. სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------ოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ს--–------- ს------–----------------- ცენტრის დირექტორის 2016 წლის 5 სექტემბრის N-------- ბრძანებით, სშკ-ის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ“ პუნქტის, 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის N------- ბრძანებით დამტკიცებული ,,სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------ოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს--–------- ს------–----------------- ცენტრის დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ნ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სსიპ ს--–------- ს------–----------------- ცენტრის კა---ს რაიონული სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელი (ექიმი) ლ------------–---–ი, 2016 წლის 6 სექტემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

ლ------------–---–ს მიეცა კომპენსაცია 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

-2016 წლის 5 სექტემბრის N-------- ბრძანება (ს.ფ.25)

 

3.1.4. 2016 წლის 8 სექტემბრის წერილის საფუძველზე, 13 სექტემბერს ლ------------–---–ს გაეგზავნა ბრძანების გამოცემის საფუძვლად გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2016 წლის 8 სექტემბრის N-- მიმართვა (ს.ფ.18);

- 2016წლის 13 სექტემბრის წერილი (ს.ფ.19)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დაკავებულ თანამდებობასთან მოსარჩელის კვალიფიკაციის შეუსაბამობის დადგენის წინაპირობად და ამ საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გარემოებად დამსაქმებლის მიერ გათვალისწინებული იქნა შემდეგი:

 

2016 წლის 18 მაისს სსიპ ს--–------- ს------–----------------- ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა #------ წერილით მიმართა სს----------–------------------------–-–-------------–------------------------–------ში HB მოდულის დანერგვასთან დაკავშირებით თანამშრომელთა ლიცენზიების/სერტიფიკატების ვალიდურობის დადასტურების მიზნით მოთხოვილ იქნა ს--–------- ს------–----------------- ცენტრში დასაქმებული ექიმების „დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სერთიფიცირების შესახებ“ ინფორმაცია (ს.ფ.20).

 

სს----------–-----------------------–-–-------------–----------------ოს 13.06.2016წ. წერილით ძირითადად დადასტურებული იქნა სიით წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობა სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში არსებულთან, გარდა რამდენიმე შემთხვევისა, მათ შორის, მოსარჩელე ლ------------–---–ისა (ს.ფ.21).

 

სა-----–-----------------------–-–-------------–----------------ოს 12.07.2016წ. წერილით ს--–------- ს------–----------------- ცენტრს განემარტა, რომ ლ------------–---–ი არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში, ხოლო მასზე გაცემული სერტიფიკატი არ არის გაცემული სააგენტოს მიერ და სახელმწიფო რეესტრში არ ფიქსირდება (ს.ფ.23).

 

3.2.2. სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან მოსარჩელის (დასაქმებულის) კვალიფიკაციის შეუსაბამობის დადასტურების მიზნით საქმეში წარმოდგენილია სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------ოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სა-----–-----------------------–-–-------------–----------------ოს (სახელმწიფო სერტიფიცირებასა და სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს) წერილები, რომელთა თანახმად, სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის მონაცემთა ბაზაში ლ------------–---–ი როგორც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, არ ფიქსირდება.

 

სსიპ სა-----–-----------------------–-–-------------–----------------ოს 2018 წლის 26 მარტის N-------- და 2018 წლის 22 მარტის N-------- მომართვების მიხედვით, ექიმთა სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება ხორციელდება 1998 წლიდან, რეესტრში ფიქსირდება სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის შესახებ მონაცემები, სერტიფიკატის სერია, ნომერი, მინიჭების თარიღი... „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს. სერტიფიკატი ლეგიტიმურია პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მაძიებლისათვის მისი მინიჭების მომენტიდან. ლ------------–---–ის მიერ წარმოდგენილ სერტიფიკატზე დაფიქსირებული ნომრით (N-------), სერტიფიკატი 1998 წლიდან (სერტიფიცირების პროცესის დაწყების პერიოდში) დღემდე არ გაცემულა. საექიმო სპეციალობათა ნუსხის თანახმად 2006 წელს სპეციალობის დასახელება იყო ,,შინაგანი სნეულებები“ და არა ,,შინაგანი სნეულებები სამკურნალო საქმე“ (დღეს არსებული სპეციალობათა ნუსხის მიხედვით არის ,,შინაგანი მედიცინა“). სპეციალობის ,,შინაგანი სნეულებები“ სერიაში ციფრი იყო და არის ,,03“ და არა ,,01.3“. 2006 წლის საშემოდგომო სესიის შედეგები დამტკიცდა სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს 2006 წლის 28 დეკემბრის სხდომის გადაწყვეტილებით, რაც თავისთავად ითვლება სერტიფიკატის მინიჭების თარიღად, ნაცვლად სერტიფიკატზე აღნიშნული ,,29.11.2006“ (ს.ფ. 116, 129).

 

3.2.3. სსიპ ს--–------- ს------–----------------- ცენტრის ყოფილი ექიმის ლ------------–---–ის სახელზე გაცემული ექიმის სახელმწიფო სერთიფიკატის სავარაუდო გაყალბების ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის (ს.ფ.26, 79).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს შრომის კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

ევროპის სოციალური ქარტია;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და სხვა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.

 

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“.

 

შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო ანაზღაურება - ღირსეული არსებობის მთავარი პირობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შრომის თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება, დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ, ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას, ადგილი ხომ არ ჰქონდა მის მიმართ რომელიმე ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას და სხვა. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო სსიპ ს--–------- ს------–----------------- ცენტრის კა---ს რაიონის სამედიცინო ბრიგადის ექიმის თანამდებობაზე.

 

სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------ოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ს--–------- ს------–----------------- ცენტრის 2016 წლის 28 ივლისის N------- მომართვით ლ------------–---–ის ეცნობა, რომ ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ე“ პუნქტის თანახმად მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, შესაბამისად იგი გათავისუფლდება სამსახურიდან.

 

დადგენილია, რომ სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------ოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ს--–------- ს------–----------------- ცენტრის დირექტორის 2016 წლის 5 სექტემბრის N-------- ბრძანებით, სშკ-ის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ“ პუნქტის, 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის N------- ბრძანებით დამტკიცებული ,,სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------ოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს--–------- ს------–----------------- ცენტრის დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ნ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სსიპ ს--–------- ს------–----------------- ცენტრის კა---ს რაიონული სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელი (ექიმი) ლ------------–---–ი, 2016 წლის 6 სექტემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აუნაზღაურდა კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანია სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------ოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ს--–------- ს------–----------------- ცენტრის დირექტორის 2016 წლის 5 სექტემბრის N-------- ბრძანების (სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე) მართლზომიერების საკითხი.

 

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა არაკომპეტენტური სამედიცინო პერსონალის საქმიანობისაგან. ამავე კანონის მე-24-ე მუხლით სერტიფიკატის მინიჭებისას სახელმწიფო იძლევა გარანტიას, რომ მის მფლობელ სპეციალისტს უნარი აქვს, აწარმოოს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობა ქვეყანაში არსებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.

 

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 24.1-ე მუხლით სერტიფიცირება არის სამედიცინო პერსონალის პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დონის შეფასება მედიცინის ცალკეულ სპეციალობაში, რაც ხორციელდება უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით სერტიფიცირება სავალდებულოა დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად.

 

ამავე კანონის 26-ე მუხლის მიხედვით სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირება წარიმართება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად .

 

,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა განმარტებულია, როგორც - უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი - პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას (მე-5 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი). სერტიფიცირება - დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების პროცესი, რომლის მიზანია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უნარის შეფასება (მე-5 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტი).

 

დასახელებული კანონის მე-7.1. მუხლის მიხედვით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი და ამ კანონით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (შემდგომში - სახელმწიფო სერტიფიკატი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირს აქვს მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნული სპეციალობით (სპეციალობებით), გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. მე-18.1. მუხლის შესაბამისად, სერტიფიცირება მოიცავს საექიმო პერსონალის პროფესიული ცოდნის დონისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებას. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მისაღებად ყველა იმ საექიმო სპეციალობაში, რომელიც სამინისტროს მიერ შეტანილია ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ საექიმო სპეციალობებში, აუცილებელია სერტიფიცირება, გარდა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა (მე-18.2. მუხლი).

 

ამავე კანონის 19-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სახელმწიფო სერტიფიკატი:

ა) არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა; ბ) განსაზღვრავს საექიმო სპეციალობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით სახელმწიფო სერტიფიკატი სავალდებულოა მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის. სახელმწიფო სერტიფიკატის ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. სახელმწიფო სერტიფიკატი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელსაც აქვს სერია, ნომერი და დაცვის სხვა ნიშნები (მე-19 მუხლის მე-3; მე-4 პუნქტები)

 

,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 20.1. მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო სერტიფიკატის გამცემი ორგანოა საბჭო. საბჭო იქმნება სამინისტროსთან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით (20.2.მუხლი).

 

ამდენად, კანონი ადგენს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებს - უმაღლეს სამედიცინო განათლებასა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიცირებას, რომლის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა არაკომპეტენტური სამედიცინო პერსონალის საქმიანობისაგან და აღნიშნულის უზრუნველყოფისათვის - საექიმო საქმიანობის განხორციელების უნარის შეფასება.

 

სშკ-ის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია: დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან მოსარჩელის (დასაქმებულის) კვალიფიკაციის შეუსაბამობის დადასტურების მიზნით საქმეში წარმოდგენილია სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------ოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სა-----–-----------------------–-–-------------–----------------ოს (სახელმწიფო სერტიფიცირებასა და სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს) წერილები, რომელთა თანახმად, სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის მონაცემთა ბაზაში ლ------------–---–ი როგორც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, არ ფიქსირდება. იგი არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში, ხოლო სერტიფიკატი სერია I a 01---------9 არ არის გაცემული სააგენტოს მიერ და სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში არ ფიქსირდება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, რაიმე გამაბათილებელი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. აღნიშნული კი, თავის მხრივ, მიუთითებს სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------ოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ს--–------- ს------–----------------- ცენტრის დირექტორის 2016 წლის 5 სექტემბრის N-------- ბრძანების(სამსახურიდანგათავისუფლების თაობაზე) მართლზომიერებაზე, რაც უსაფუძვლოს ხდის სარჩელს სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------ოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ს--–------- ს------–----------------- ცენტრის დირექტორის 2016 წლის 5 სექტემბრის N-------- ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სასამართლო არ მსჯელობს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საკითხზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლ------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან კუჭავა