განჩინება „ქართული ფოლადი“-ს მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10974-2011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111222001, 22/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილების

შეწყვეტის შესახებ

2011 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს ,,ქართული ფოლადის“ გადახდისუუნარობის საქმე,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით სს ,,ქართული ფოლადის“ განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 06 დეკემბრის განჩინებით სს ,,ქართული ფოლადის“ მომრიგებელი საბჭოს 2011 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად მოვალე სს ,,ქართული ფოლადის“ მიმართ დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 09 დეკემბრის განჩინებით დამტკიცდა სს ,,ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრების 2011 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება სს ,,ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციის მმართველად მალხაზ ალბორაშვილის დანიშვნის და განისაზღვრა რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადა.

 2011 წლის 20 დეკემბერს სს ,,ქართული ფოლადის“ უზრუნველყოფილი კრედიტორის – შპს ,,რუსთავის ინდუსტრიული ჯგუფის“ წარმომადგენელმა კობა კვანტალიანმა განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა სს ქართული ფოლადის“ მომრიგებელი საბჭოს 2011 წლის 19 დეკემბრის კრების ოქმი №2, რომლის მიხედვით მომრიგებელი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სს ,,ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციის გეგმის მოწონების შესახებ და ასევე წარმოადგ ი ნა სს ,,ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციის გეგმა,დამტკიცებული უზრუნველყოფილი კრედიტორის – შპს ,,რუსთავის ინდუსტრიული ჯგუფის“ მიერ 2011 წლის 19 დეკემბერს.

 ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით რეაბილიტაციის გეგმის განხილვას მომრიგებელი საბჭო იწყებს რეაბილიტაციის გეგმის პროექტის წარდგენისთანავე და ასრულებს 10 დღის ვადაში.

 ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით მომრიგებელი საბჭოს მიერ განხილულ და მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას უზრუნველყოფილი კრედიტორები ამტკიცებენ მომრიგებელი საბჭოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის გადაცემიდან 7 დღის ვადაში.

 ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად,მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილება წყდება რეაბილიტაციის შემთხვევაში – რეაბილიტაციის გეგმის განხილვისა და მოწონებისთანავე.

 გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით განხილული, მოწონებული და დამტკიცებული იქნა სს ,,ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციის გეგმა, სს ,,ქართული ფოლადის“ მომრიგებელ საბჭოს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, ხოლო მო მ რიგებელი საბჭოს 2011 წლის 19 დეკემ ბ რის №2 კრების ოქმი და სს ,,ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციის გეგმა სასამართლოს განჩინებასთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებგვერდზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 32-ე, 43-ე, 46-ე, 47-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,ქართული ფოლადის“ მომრიგებელ საბჭოს შეუწყდეს უფლებამოსილება.

2. სს ,,ქართული ფოლადის“ მომრიგებელი საბჭოს 2011 წლის 19 დეკემბრის №2 კრების ოქმი, სს ,,ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციის გეგმა და განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებგვერდზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

       მოსამართლე        ლაშა ქოჩიაშვილი

 

 

 

 

 

სს „ქართული ფოლადის“გადახდისუუნარობის საქმეზე შექმნილი

მ ო მ რ ი გ ე ბ ე ლ ი  ს ა ბ ჭ ო ს

სხდომის ოქმი №2

 

 

სს „ქარული ფოლადის“გადახდისუუნარობის საქმის მიმდინარეობის პროცესში კრედიტორთა კრებაზე 2011 წლის 22 ნოემბერს შექმნილი მომრიგებელი საბჭოს (შემდგომში –მომრიგებელი საბჭო) სხდომა გაიმართა 2011 წლის 19 დეკემბერს ქ. რუსთავში, გაგარინის ქ. №12.

 

სხდომა დაიწყო 11.00 საათზე.

 

სხდომას ესწრებოდა მომრიგებელი საბჭოს ყველა წევრი:

 

1. თეიმურაზ გაჩეჩილაძე (მოვალის – სს „ქართული ფოლადის“მიერ დანიშნული წევრი, პირადი № 35001005159)

2. ილია დიდბერიძე (კრედიტორების მიერ არჩეული წევრი, პირადი № 01008034317).

3. ბესიკ მჭედლიშვილი (მოვალის და კრედიტორების მიერ გამწესებული მომრიგებლების მიერ დანიშნული წევრი, პირადი № 01011027342).

სხდომას ესწრებოდა ასევე სს „ქართული ფოლადის“რეაბილიტაციის მმართველი მალხაზ ალბორაშვილი. (პირადი №35001013803).

 

საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება.

დღის წესრიგი:

1. სს „ქართული ფოლადის“რეაბილიტაციის მმართველის მალხაზ ალბორაშვილის მიერ წარმოდგენილი რეაბილიტაციის გეგმის პროექტის განხილვა.

 

 მომრიგებელი საბჭოს წევრმა თეიმურაზ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.12.2011 წლის განჩინების თანახმად სს „ქართული ფოლადის“მიმართ დადგინდა რეაბილიტაციის პროცესის დაწყება, ხოლო 2011 წლის 09 დეკემბერს სს „ქართული ფოლადის“კრედიტორთა კრების მიერ რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე დაინიშნა მალხაზ ალბორაშვილი. მასვე დაევალა რეაბილიტაციის გეგმის მომზადება. მომრიგებელი საბჭოს წინაშე კანონით დადგენილ ვადაში განსახილველად წარმოდგენილ იქნა რეაბილიტაციის გეგმის პროექტი.

 რეაბილიტაციის მმართველმა მომრიგებელ საბჭოს მოახსენა, რომ 2011 წლის 12 დეკემბერს, ქ. რუსთავში –მოვალის კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში, იგი კონსულტაციების წარმოების მიზნით შეხვდა სს „ქართული ფოლადის“დირექტორს, უზრუნველყოფილ კრედიტორს და სხვა კრედიტორებს. აღნიშნული შეხვედრის თარიღი და მიზანი გაცხადებულ იქნა 2011 წლის 09 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ კრედიტორთა კრებაზე. შეხვედრას ესწრებოდა ყველა დაინტერესებული კრედიტორი. განვლილი კონსულტაციების შედეგად წარმოდგენილ ი რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დაეთანხმა მოვალე, უზრუნველყოფილი კრედიტორი და დანარჩენ კრედიტორთა აბსოლ უ ტური უმრავლესობა.

 მომრიგებელი საბჭოს წევრები ეთანხმებიან რეაბილიტაციის მმართველის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას.

 

ამის შემდეგ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე გაიმართა კენჭისყრა.

 

მომრიგებელმა საბჭომ საბჭომ კენჭისყრის შედეგად ერთხმად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

 

1. „გადახდისუუნარობის შესახებ“საქართველოს კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად, სს „ქართული ფოლადის“გადახდისუუნარობის საქმეზე მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება წარმოდგენილი სს „ქართული ფოლადის“რეაბილიტაციის გეგმის მოწონების შესახებ.

 

მომრიგებელი საბჭოს წინამდებარე გადაწყვეტილება რეაბილიტაციის გეგმასთან ერთად წარედგინოს სს „ქართული ფოლადის“უზრუნველყოფილ კრედიტორს.

 

 

სხდომა დასრულდა 12.00 საათზე.

 

თეიმურაზ გაჩეჩილაძე

ილია დიდბერიძე

ბესიკ მჭედლიშვილი

 

 

 

სს „ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციის გეგმა

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სს „ქართული ფოლადის“რეაბილიტაციის გეგმას, რომელიც შემუშავებულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 43-46-ე მუხლების საფუძველზე და კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილია მომრიგებელი საბჭოს წინაშე.

 

1. რეაბილიტაციის გეგმის მიზანი

 

1.1. სს „ქართული ფოლადის“რეაბილიტაციის გეგმის მიზანია მოვალისა და კრედიტორების ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის გათვალისწინებით უზრუნველყოს საწარმოს შემდგომი ფუნქციონირება იმგვარად, რომ წინამდებარე რეაბილიტაციის გეგმით დადგენილი პირობებით და ვადებით სრულად დაკმაყოფილდეს კრედიტორთა მოთხოვნები.

1.2. რეაბილიტაციის გეგმის ფარგლებში მოვალესა და კრედიტორებს შორის მიღწეულია თანხმობა იმის შესახებ, რომ მოვალე სრულად იზიარებს კრედიტორთა ფინანსურ ინტერესებს და ცდილობს ხელი შეუწყოს ვადაგადაცილებული დავალიანებების დაფარვას რაც შეიძლება მოკლე (რეაბილიტაციის გეგმით დადგენილ) ვადებში, ხოლო თავის მხრივ კრედიტორები გამოხატავენ თანხმობას იმის თაობაზე, რომ მათი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების გარკვეული დროით გადავადების ხარჯზე მომავალში მოვალე დაძლევს მის წინაშე არსებულ ფინანსურ სიძნელეებს და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება რეაბილიტაციის გეგმით დადგენილ ვადებში.

 

2. სასამართლოს მიერ დამტკიცებული კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი

 

2.1. პირველი რიგი –საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური – 1390,97 ლარი.

2.2. მეორე რიგი –გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება.

2.3. მესამე რიგი –მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯი – 100 000 ლარი.

2.4. მეოთხე რიგი - შპს ,,რუსთავის ინდუსტრიული ჯგუფი” – 853653,78 ლარი;

2.5. მეხუთე რიგი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური – 630994 ლარი.

2.6. მეექვსე რიგი:

ი/მ თეიმურაზ გაფრინდაშვილი – 242097 ლარი

შპს ,,მეს” – 57708,80 ლარი

შპს ,,გვიმრაძე და კომპანია” – 12485,26 ლარი

შპს ,,ლეგ-არმა” – 83286 ლარი

შპს ,,ტოპ ტრანს სარვისი” – 34905,72 ლარი

შპს ,,ელვასერვისი” – 1349 ლარი

შპს ,,ლემონ სტუდიო” – 5065 ლარი

შპს ,,რუსთავ-ტერმინალი” – 2290 ლარი

შპს ,,ლითონი”  15450 ლარი

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია – 5480,64 ლარი

საქართველოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია – 128070 ლარი

შპს ,,ჯორჯიან ბილდინგ გრუპ” –  78293,67 ლარი

შპს ,,მინდია” - 27397,50 ლარი

შპს ,,მეტაკომი” – 4553,48 ლარი

შპს ,,რუსმეტალი” – 53328,82 ლარი

ლია გაბლიშვილი” – 1283,33 ლარი

შპს ,,თუჯი XXI” – 28777727,37 ლარი

შპს ,,ჯენერალ აუდიტი” - 33502 ლარი

შპს ,,სოფტ-ინფო” – 350 ლარი

შპს ,,კაბადონი +” - 635 ლარი

მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი – 26954,21 ლარი

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი - 28808,29 ლარი

სს ,,საქართველოს ბანკი” – 8335034,95 ლარი

შპს ,,ჭიათურ მანგანუმ ჯორჯია” – 74736,84 ლარი

შპს ,,ტრანსფორდი” – 27455,72 ლარი

ტარიელ ბერიშვილი – 500 ლარი

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია” – 202625,13 ლარი

შპს ,,არტ.ტექ.ცენტრი” – 33000,41 ლარი

შპს ,,გ და ვ” – 54225,17 ლარი

შპს ,,პეის ჯორჯია” – 99330,40 ლარი

ბორის კოჭლამაზაშვილი – 6536 ლარი

შპს ,,საქსტანდარტ-მეტროლოგი” – 9572,50 ლარი

კახა ლომიძე – 2560 ლარი

შპს ,,საქართველოს რკინიგზა” – 1715508,98 ლარი

შპს ,,ფორმაგ ჯორჯია” – 4981,23 ლარი

შპს ,,დელტა-კონტაქტი” – 47854 ლარი

კომპანია ,,ალენვილ ლიმიტედი” – 484533,32 ლარი

,,ტარკინ ეი-ჯი” – 10833254 ლარი

სტანდარტ ბანკი ,,ფი-ელ-სი” - 19107100,24 ლარი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახური - 423350,80 ლარი

შპს ,,ინტერმეტალი” - 12827,21 ლარი

შპს ,,საქექსპერტიზა” - 5683,36 ლარი

ი/მ მერაბ ცირდავა - 12850,84 ლარი

შპს ,,ფორა” - 769285,80 ლარი

შპს ,,რუსთავგაზი” - 42284 ლარი

შპს ,,გალორე” - 739302,09 ლარი

შპს ,,ნიუ მეტალ ჯორჯია” - 6597559,17 ლარი

შპს ,,ჰაიდელბერგ-ცემენტი”- 854098,10 ლარი

შპს ,,ავტოკომპლექსი” - 2800 ლარი

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა - 8704 ლარი

შპს ,,ჯი.ბი.აი” - 35131,90 ლარი

სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ,,იმედი ლ ინტერნაციონალი” - 410000 ლარი

ნიკოლოზ ჩხაიძე - 7943,96 ლარი

შპს ,,ქართული ფოლადის სამკურნალო ცენტრი” - 14671,32 ლარი

შპს ,,მიმი” - 210000 ლარი

შპს ,,ალიონი” - 31731 ლარი

გოჩა ლუაშვილი - 1283,33 ლარი

სილქნეტი - 149,23 ლარი

შპს ,,ჯორჯიან ექსპრესი” - 3113 ლარი

შპს ,,ირაკლი” - 14294,50 ლარი

არმენაკ მოვსესიანი - 756 ლარი

გოჩა გიქორაშვილი - 50 ლარი

ვაჩაგან კოჩინიანი - 379,77 ლარი

გიორგი ხუციშვილი - 210 ლარი

შპს ,,გლტ” - 12590 ლარი

2.7. მეშვიდე რიგი:

შპს ,,მეტროპოლ თრეველი” - 2650 ლარი

ვასილ აბესალაშვილი – 590,28 ლარი

გოჩა ჩერქეზიშვილი - 617 ლარი

ჯემალ მინაშვილი - 426,88 ლარი

ჯემალ გებალაია - 509,83 ლარი

ჯემალ ძაგანია - 527,85 ლარი

რევაზ კასრაძე - 1205,17 ლარი

ვიქტორ ყარალაშვილი - 463,26 ლარი

მამუკა კუტალაძე - 353,76 ლარი

რამაზ გოგნაძე - 42,08 ლარი

ოთარ პაპაშვილი - 533,60 ლარი

მარინე მდინარაძე - 337,33 ლარი

რომან ბლიაძე - 241,62 ლარი

დავით მაკარაშვილი - 761,19 ლარი

ლეონტი ნინუა - 171,72 ლარი

ზურაბ პაქსაშვილი - 342,10 ლარი

არმან ჩაჩუა - 936,96 ლარი

ტატიანა ეტსლენკო - 420,92 ლარი

თინა ჩომახიძე - 429,51 ლარი

ლუბა ჩაჩუა - 441,60 ლარი

ბესიკ კაჭკაჭიშვილი - 480 ლარი

გიორგი ჭელიაშვილი - 421,31 ლარი

კობა ჩადუნელი - 292,75 ლარი

დავით ლომიძე - 411,39 ლარი

ემზარ გულუა - 597,17 ლარი

ალექსანდრე მაჭარაშვილი - 896 ლარი

ავთანდილ კილაძე - 1149,72 ლარი

ბესიკ მამიტაშვილი - 892,91 ლარი

მერაბ ძიძავა - 477,73 ლარი

კობა კერესელიძე - 439,08 ლარი

არსენა კაკალაშვილი - 710,89 ლარი

ლია ზურაშვილი - 246,06 ლარი

გიორგი თხელიძე - 492,42 ლარი

გიორგი პაქსაშვილი - 638,38 ლარი

გიორგი ჯულაყიძე - 167,40 ლარი

ნინო როსტიაშვილი - 500 ლარი

ანზორ ლურსმანაშვილი - 609,24 ლარი

გოჩა მარსაგიშვილი - 649,90 ლარი

თენგიზ გიორგაძე - 421,53 ლარი

მარინა სამადალაშვილი - 469 ლარი

რომან რიჟამაძე - 2490,36 ლარი

ნოდარ კილაძე - 1685,82

ვლადიმერ ფირცხალაიშვილი - 1938,88 ლარი

ზაზა შათირიშვილი - 310,38 ლარი

მურმან ჩიტიძე - 976,80 ლარი

თამარ ლაიშვილი - 629,74 ლარი

პავლე წერეთელი - 1208,32 ლარი

კარლო გახოკია - 1000 ლარი

ბესიკ გავაშელაშვილი - 1809,92 ლარი

თინათინ წიკლაური - 300 ლარი

მარინა ჯიქური - 334,50 ლარი

ალექსანდრე ხუციშვილი - 244,73 ლარი

ცაცო ხარაიშვილი - 506,61 ლარი

კონსტანტინე მიქელაძე - 1086,56 ლარი

მურადი სახვაძე - 421,54 ლარი

სლავა მეტრეველი - 426,88 ლარი

ილია იარღანაშვილი - 475,87 ლარი

ნესტორ ნაკაშიძე - 1159,73 ლარი

გელა იობაშვილი - 938,24 ლარი

რუსუდან შონია - 671,50 ლარი

თამარ ლამაზოშვილი - 1142,11 ლარი

თამაზი ნარიმანიშვილი - 1074,40 ლარი

ლუკა ჭელიძე - 537,20 ლარი

ირაკლი ბაკურაძე - 1030,90 ლარი

მერაბ ღონღაძე - 681 ლარი

შპს ,,დეზ-სადგური” - 1211 ლარი

შპს ,,დაფნა-ჰა” - 1100 ლარი

შპს ,,აღმოსავლეთის ელექტროტექნიკური კომპანია” - 70057,50 ლარი

 

3. რეაბილიტაციის გეგმის განხორციელების წინაპირობები

 (საწარმოო პოტენციალი)

 

3.1 სს „ქართული ფოლადის“წარმოების ძირითადი და არსებითი მიმართულებებია:

– არმატურის წარმოება; სხვადასხვა დანიშნულების (მათ შორის,ე.წ. სანავთობე) მილების წარმოება, თუჯის ზოდების წარმოება; ცემენტისა და კირის წარმოება; წიდის არამაგნიტური ფრაქციების წარმოება.

ზემოაღნიშნულ ი პროდუქციის მიმართ ბაზარზე მოთხოვნილება არსებობს და სწორი მენეჯმენტისა და მარკეტინგის პირობებში შესაძლებელია სს „ქართული ფოლად ი ს“მიერ ბაზარზე არსებული მოთხოვნილების დაკმაყოფილება თავისი საწარმოო შესაძლებლობების და პოტენციალის ფარგლებში.

3.2. ასევე, შესაძლებელია გაიზარდოს მოვალის შემოსავლები ქონების იჯარით გაცემის და რკინიგზით მომსახურების მეშვეობით.

3.3. სს „ქართული ფოლადს“აქვს საკუთარი ავტოპარკი, რკინიგზის მეურნეობა, ელექტრო მეურნეობა, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირის მიწოდების ინფრასტრუქტურა. საწარმოს შიდა მოთხოვნილებებს ემსახურება მექანიკური და ელექტროშემკეთებელი საამქრო. ქარხანა საკუთარი მოხმარებისათვის აწარმოებს სამშენებლო ბლოკს, ბეტონს. აღნიშნული ინფრასტრუქტურა საჭიროებს რეაბილიტაციას, თუმცა არსებული მდგომარეობით იძლევა მოცემულ ეტაპზე საწარმოს საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების შესაძლებლობას

 

4. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება (ფინანსური ნაწილი)

 

4.1 სს „ქართული ფოლადის“რეაბილიტაციის გეგმის ფინანსური ნაწილი შედგენილია ცხრა (9) წლის ვადით და ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დამტკიცებული კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის შესაბამისად ყველა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და სს „ქართული ფოლადის“გადახდისუუნარობის საფუძვლების აღმოფხვრას.

4.2 შემოსავლები:

4.2.1. არსებული საწარმოო სიმძლავრეების გათვალისწინებით და სწორი მენეჯმენტის პირობებში სს „ქართული ფოლადი“უნდა გახდეს მომგებიანი, რაც ხელს შეუწყობს სს „ქართული ფოლადის“რეაბილიტაციას და მისი კრედიტორების დაკმაყოფილებას, რეაბილიტაციის გეგმით დადგენილ ვადებში.  

4.2.2. სს „ქართულ ფოლადს“გააჩნია დებიტორული მოთხოვნები, რომელთა ოდენობა აღემატება 8 000 000 (რვა მილიონ) ლარს. ამ მოთხოვნათა რეალიზაცია ასევე შეუწყობს ხელს კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის პროცესს.

4.2.3. წინამდებარე რეაბილიტაციის გეგმის მომზადების პროცესში სს „ქართული ფოლადის“კრედიტორებთან კონსულტაციების დროს, სს „ქართული ფოლადის“კრედიტორების მიერ დაყენებული წინადადების შესაბამისად, წინამდებარე რეაბილიტაციის გეგმა ითვალისწინებს, რომ მოვალის რეაბილიტაციის პროცესში ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელია სს „ქართული ფოლადის“აქტივების სრული ან ნაწილობრივი რეალიზაცია, რომელიც კრედიტორთა მოთხოვნების უფრო მოკლე ვადებში დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა და რომლის განხორციელების შემთხვევაშიც დაცული უნდა იყოს პირობა, რომ განხორციელებული ტრანზაქციის ღირებულება და მოვალესთან დარჩენილი აქტივების მოცულობა სრულად უნდა უზრუნველყოფდეს რეაბილიტაციის გეგმის შესრულებისა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

4.3. კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის შესაბამისად მოთხოვნების დაფარვის გრაფიკი:

4.3.1. 2011 წელი: პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური – 1390,97 ლარი;

4.3.2. 2011 წელი: მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება;

4.3.3. 2011 წელი: მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯი – 100 000 ლარი;

4.3.4. 2011 წელი: მეოთხე რიგი - შპს ,,რუსთავის ინდუსტრიული ჯგუფი” – 853653,78 ლარი;

4.3.5. 2011 წელი: მეხუთე რიგი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური - 630994 ლარი;

4.3.6. 2019 წელი: მეექვსე რიგი:

ი/მ თეიმურაზ გაფრინდაშვილი - 242097 ლარი

შპს ,,მეს” - 57708,80 ლარი

შპს ,,გვიმრაძე და კომპანია” - 12485,26 ლარი

შპს ,,ლეგ-არმა” - 83286 ლარი

შპს ,,ტოპ ტრანს სარვისი” - 34905,72 ლარი

შპს ,,ელვასერვისი” - 1349 ლარი

შპს ,,ლემონ სტუდიო” - 5065 ლარი

შპს ,,რუსთავ-ტერმინალი” - 2290 ლარი

შპს ,,ლითონი” - 15450 ლარი

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია – 5480,64 ლარი

საქართველოს დამოუკიდებელ ექ ს პერტთა ასოციაცია – 128070 ლარი

შპს ,,ჯორჯიან ბილდინგ გრუპ” – 78293,67 ლარი

შპს ,,მინდია” - 27397,50 ლარი

შპს ,,მეტაკომი” - 4553,48 ლარი

შპს ,,რუსმეტალი” – 53328,82 ლარი

ლია გაბლიშვილი” – 1283,33 ლარი

შპს ,,თუჯი XXI” - 28777727,37 ლარი

შპს ,,ჯენერალ აუდიტი” - 33502 ლარი

შპს ,,სოფტ-ინფო” – 350 ლარი

შპს ,,კაბადონი +” – 635 ლარი

მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი – 26954,21 ლარი

სსიპ – დაცვის პოლიციეს დეპარტამენტი – 28808,29 ლარი

სს ,,საქართველოს ბანკი” – 8335034,95 ლარი

შპს ,,ჭიათურ მანგანუმ ჯორჯია” – 74736,84 ლარი

შპს ,,ტრანსფორდი” – 27455,72 ლარი

ტარიელ ბერიშვილი - 500 ლარი

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია” – 202625,13 ლარი

შპს ,,არტ.ტექ.ცენტრი” - 33000,41 ლარი

შპს ,,გ და ვ” - 54225,17 ლარი

შპს ,,პეის ჯორჯია” - 99330,40 ლარი

ბორის კოჭლამაზაშვილი - 6536 ლარი

შპს ,,საქსტანდარტ-მეტროლოგი” - 9572,50 ლარი

კახა ლომიძე - 2560 ლარი

შპს ,,საქართველოს რკინიგზა” - 1715508,98 ლარი

შპს ,,ფორმაგ ჯორჯია” - 4981,23 ლარი

შპს ,,დელტა-კონტაქტი”- 47854 ლარი

კომპანია ,,ალენვილ ლიმიტედ” - 484533,32 ლარი

,,ტარკინ ეი-ჯი” - 10833254 ლარი

სტანდარტ ბანკი ,,ფი-ელ-სი” - 19107100,24 ლარი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახური - 423350,80 ლარი

შპს ,,ინტერმეტალი” - 12827,21 ლარი

შპს ,,საქექსპერტიზა” - 5683,36 ლარი

ი/მ მერაბ ცირდავა - 12850,84 ლარი

შპს ,,ფორა” - 769285,80 ლარი

შპს ,,რუსთავგაზი” - 42284 ლარი

შპს ,,გალორე” - 739302,09 ლარი

შპს ,,ნიუ მეტალ ჯორჯია” - 6597559,17 ლარი

შპს ,,ჰაიდელბერგ-ცემენტი”- 854098,10 ლარი

შპს ,,ავტოკომპლექსი” - 2800 ლარი

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა - 8704 ლარი

შპს ,,ჯი.ბი.აი” - 35131,90 ლარი

სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ,,იმედი ლ ინტერნაციონალი” - 410000 ლარი

ნიკოლოზ ჩხაიძე - 7943,96 ლარი

შპს ,,ქართული ფოლადის სამკურნალო ცენტრი” - 14671,32 ლარი

შპს ,,მიმი” - 210000 ლარი

შპს ,,ალიონი” - 31731 ლარი

გოჩა ლუაშვილი - 1283,33 ლარი

სილქნეტი - 149,23 ლარი

შპს ,,ჯორჯიან ექსპრესი” - 3113 ლარი

შპს ,,ირაკლი” - 14294,50 ლარი

არმენაკ მოვსესიანი - 756 ლარი

გოჩა გიქორაშვილი - 50 ლარი

ვაჩაგან კოჩინიანი - 379,77 ლარი

გიორგი ხუციშვილი - 210 ლარი

შპს ,,გლტ” - 12590 ლარი.

2020 წელი: მეშვიდე რიგი - დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები:

შპს ,,მეტროპოლ თრეველი” - 2650 ლარი

ვასილ აბესალაშვილი – 590,28 ლარი

გოჩა ჩერქეზიშვილი - 617 ლარი

ჯემალ მინაშვილი - 426,88 ლარი

ჯემალ გებალაია - 509,83 ლარი

ჯემალ ძაგანია - 527,85 ლარი

რევაზ კასრაძე - 1205,17 ლარი

ვიქტორ ყარალაშვილი - 463,26 ლარი

მამუკა კუტალაძე - 353,76 ლარი

რამაზ გოგნაძე - 42,08 ლარი

ოთარ პაპაშვილი - 533,60 ლარი

მარინე მდინარაძე - 337,33 ლარი

რომან ბლიაძე - 241,62 ლარი

დავით მაკარაშვილი - 761,19 ლარი

ლეონტი ნინუა - 171,72 ლარი

ზურაბ პაქსაშვილი - 342,10 ლარი

არმან ჩაჩუა - 936,96 ლარი

ტატიანა ეტსლენკო - 420,92 ლარი

თინა ჩომახიძე - 429,51 ლარი

ლუბა ჩაჩუა - 441,60 ლარი

ბესიკ კაჭკაჭიშვილი - 480 ლარი

გიორგი ჭელიაშვილი - 421,31 ლარი

კობა ჩადუნელი - 292,75 ლარი

დავით ლომიძე - 411,39 ლარი

ემზარ გულუა - 597,17 ლარი

ალექსანდრე მაჭარაშვილი - 896 ლარი

ავთანდილ კილაძე - 1149,72 ლარი

ბესიკ მამიტაშვილი - 892,91 ლარი

მერაბ ძიძავა - 477,73 ლარი

კობა კერესელიძე - 439,08 ლარი

არსენა კაკალაშვილი - 710,89 ლარი

ლია ზურაშვილი - 246,06 ლარი

გიორგი თხელიძე - 492,42 ლარი

გიორგი პაქსაშვილი - 638,38 ლარი

გიორგი ჯულაყიძე - 167,40 ლარი

ნინო როსტიაშვილი - 500 ლარი

ანზორ ლურსმანაშვილი - 609,24 ლარი

გოჩა მარსაგიშვილი - 649,90 ლარი

თენგიზ გიორგაძე - 421,53 ლარი

მარინა სამადალაშვილი - 469 ლარი

რომან რიჟამაძე - 2490,36 ლარი

ნოდარ კილაძე - 1685,82

ვლადიმერ ფირცხალაიშვილი - 1938,88 ლარი

ზაზა შათირიშვილი - 310,38 ლარი

მურმან ჩიტიძე - 976,80 ლარი

თამარ ლაიშვილი - 629,74 ლარი

პავლე წერეთელი - 1208,32 ლარი

კარლო გახოკია - 1000 ლარი

ბესიკ გავაშელაშვილი - 1809,92 ლარი

თინათინ წიკლაური - 300 ლარი

მარინა ჯიქური - 334,50 ლარი

ალექსანდრე ხუციშვილი - 244,73 ლარი

ცაცო ხარაიშვილი - 506,61 ლარი

კონსტანტინე მიქელაძე - 1086,56 ლარი

მურადი სახვაძე - 421,54 ლარი

სლავა მეტრეველი - 426,88 ლარი

ილია იარღანაშვილი - 475,87 ლარი

ნესტორ ნაკაშიძე - 1159,73 ლარი

გელა იობაშვილი - 938,24 ლარი

რუსუდან შონია - 671,50 ლარი

თამარ ლამაზოშვილი - 1142,11 ლარი

თამაზი ნარიმანიშვილი - 1074,40 ლარი

ლუკა ჭელიძე - 537,20 ლარი

ირაკლი ბაკურაძე - 1030,90 ლარი

მერაბ ღონღაძე - 681 ლარი

შპს ,,დეზ-სადგური” - 1211 ლარი

შპს ,,დაფნა-ჰა” - 1100 ლარი

შპს ,,აღმოსავლეთის ელექტროტექნიკური კომპანია” - 70057,50 ლარი

4.4. რეაბილიტაციის გეგმის თანახმად, კრედიტორთა მოთხოვნებს არ ერიცხებათ პროცენტი რეაბილიტაციის პერიოდის განმავლობაში.

 

5. უფლებამოსილებები

 

5.1. სს „ქართული ფოლადის“კრედიტორთა კრების მიერ 2011 წლის 09 დეკემბერს დანიშნული რეაბილიტაციის მმართველი წარმართავს სს „ქართული ფოლადის“რეაბილიტაციის პროცესს და პასუხისმგებელია დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებაზე. ამ მიზნით რეაბილიტაციის მმართველი, კრედიტორთა კრების წინასწარი/დამატებითი თანხმობის გარეშე, უფლებამოსილია:

5.1.1. გააკონტროლოს და შეამოწმოს მოვალის ქონების მდგომარეობა და საკუთარი შეხედულებისამებრ ჩაატაროს ინვენტარიზაცია.

5.1.2. მოითხოვოს და მიიღოს მოვალისაგან მისი ქონებისა და საქმიანობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია.

5.1.3. მოვალის საწარმოო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, გააკონტროლოს არსებული ხელშეკრულებების შესრულება, შეცვალოს ისინი, დადოს ახალი ხელშეკრულებები. განახორციელოს კონტროლი იმ ხელშეკრულებებზე, რომელიც დ აკავშირებულია მოვალის ქონებრივ უფლებეთან.

5.1.4. გაასხვისოს, იჯარით გასცეს ან სხვაგვარად განკარგოს მოვალის ქონება წინამდებარე რეაბილიტაციის გეგმის 4.2.3. პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით.

5.1.5. მოახდინოს მოვალის საგადასახადო აღრიცხვის/დეკლარირების ორგანიზება და უზრუნველყოს რეაბილიტაციის პროცესში საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულება.

5.1.6. საკუთარი შეხედულებისამებრ მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი.

5.1.7. შეუზღუდავად წარმოადგინოს მოვალე ნებისმიერ მესამე პირთან ურთიერთობაში, მათ შორის, ნებისმიერ სახელმწიფო/ადმინისტრაციულ ორგანოში, ნებისმიერ კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობაში; წარმოადგინოს მოვალე ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში და არბიტრაჟში და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას შეუზღუდავად იმოქმედოს როგორც მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა.

5.2. რეაბილიტაციის გეგმის განხორციელების მიზნით, რეაბილიტაციის მმართველი უფლებამოსილია შეუზღუდავად, მოვალის კრედიტორების წინასწარი/დამატებითი თანხმობის გარეშე, განახორციელოს კანონით მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისათვის (ორგანოს) განსაზღვრული ნებისმიერი უფლება და მოქმედება, მიუხედავად იმისა, აღნიშნულია თუ არა ამის შესახებ წინამდებარე რეაბილიტაციის გეგმაში.

5.3. რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია მიაწოდოს კრედიტორებს ინფორმაცია გასული წლის ფინანსური შედეგების შესახებ ყოველწლიურად, სამეურნეო წლის დამთავრებიდან სამი თვის ვადაში.

5.4. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია მოამზადოს და წარადგინოს დასამტკიცებლად ცვლილებები რეაბილიტაციის გეგმაში.

5.5. რეაბილიტაციის პროცესში სს „ქართული ფოლადის“დირექტორის უფლებამოსილებათა წრეს განეკუთვნება მოვალის ფუნქციონირების, საწარმოო პროცესების უწყვეტობის, განვითარების ტექნიკური უზრუნველყოფა, შიდა ორგანიზაციული (მათ შორის საკადრო) საკითხების გადაწყვეტა, საგადასახადო ვალდებულებების სწორი და დროული აღრიცხვა, დეკლარირებისათვის წარსადგენად მომზადება, ასევე მოქმედი სახელშეკრულებო ვალდებულებებისა და მოთხოვნების მონიტორინგი.

 

წინამდებარე რეაბილიტაციის გეგმა შედგენილია

სს „ქართული ფოლადის“კრედიტორთა კრების

2011 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილებით

დანიშნული სს „ქართული ფოლადის“

რეაბილიტაციის მმართველის

ბ-ნი მალხაზ ალბორაშვილის მიერ 2011 წლის 16 დეკემბერს.

 

რეაბილიტაციის მმართველი

 

მალხაზ ალბორაშვილი

 

დამტკიცებულია

უზრუნველყოფილი კრედიტორის

შპს „რუსთავის ინდუსტრიული ჯგუფის“ (ს/კ 406051659) მიერ

2011 წლის 19 დეკემბერს

 

შპს „რუსთავის ინდუსტრიული ჯგუფის“

უფლებამოსილი წარმომადგენელი

 

კობა კვანტალიანი